თავი 13

2.4K 106 16
                                    

3 წლის შემდეგ

- ღმერთო გუკ, სწრაფად
ღრმად სუნთქავდა სენა

- ვცდილობ. აიშ სად არის ეტლი?
დაბნეული იყურებოდა აქეთ იქით

- დაბოლილი ხარ? ოთახშია ზემოთ! დროზე სანამ აქვე არ ვიმეობიარე.

დიახ, სწორედ გაიგეთ, სენა ორსულადაა. ორივესთვის მოულოდნელი იყო, არცერთი არ ელოდა, მაგრამ რათქნაუნდა ძალიან გაუხარდათ. ჯონგუკმა მიხვდა რომ ახლა უკვე დიდ შარში იყო. თავიდან არც სჯეროდა იმის რომ, ორსულ ქალებს შუაღამით ათასი რაღაც მოუნდებათ ხოლმე, სანამ თვითონვე არ გამოსცადა.
შუა ზამთარში, ღამის 1 საათზე, სად უნდა ენახა საწყალ გუკს საზამთრო? ან ნაყინი? ნაყინი კი მიუტანა მაგრამ სენამ მაინც საზამთრო დაიჩემა. ბოლოს ძლივს ჩაეძინა და გუკმაც მშვიდად გააგრძელა ძილი, ლოცულობდა მალე გასულიყო 9 თვე. მაგრამ იცოდა რომ შემდეგ უფრო რთული პერიოდი ელოდა. ბავშვის მოვლა არ არის მარტივი. მამობაზე ხშირად არ უფიქრია, მხოლოდ რამოდენიმეჯერ, როცა თავის მომავალზე დაიწყებდა ფიქრს. იცოდა ერთ დღეს ეს მაინც მოხდებოდა.

რამოდენიმე საათის შემდეგ

დერეფანში აქეთ იქით დადიოდა ანერვიულებული სხეული, უნდოდა შეჰყოლოდა, ბოლოსდაბოლოს ხომ კაცი ამშობიარებს თავის საყვარელ ქალს, მაგრამ მშობიარობის ვიდეოებს რაც უყურა, გადაწყვიტა ეს არ გაეკეთებინა. მეტის მოთემენაც არ შეეძლო, ეს ესაა შევარდებოდა საოპერაციო ოთახში.
მალე ნანატრი კარიც გაიღო. ექიმი კმაყოფილი სახით გამოვიდა. ყველა მაშინვე მივარდა მასთან და ერთდროულად დააყარეს კითხვები.

- დამშვიდდით, ორივე კარგადაა. გილოცავთ ბატონო ჯეონ, ახლა თქვენ უსაყვარლესო ქალიშვილის მშობელი ბრძანდებით.

სიტყვასაც ვერ ძრავდა, უნდოდა შორიდან მაინც მოეკრა თვალი ორივესთვის, მაგრამ ჯერ არ შეიძლებოდა, ცოტახანი უნდა მოეცადა.

დართო თუ არა ექიმმა ნება რომ თავისი ცოლი ენახა, მაშინვე შევარდა პალატაში, სენას რეაქცია არც კი ჰქონია, მიეჩვია მის ამ მოქმედებას, ადრე სულ გული უსკდებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა აღარ.
თავის ხელებში მოქცეულ ჩვილს გაუღიმა და ჯონგუკს ანიშნა მათთან ახლოს მისულიყო. მანაც ნელი ნაბიჯებით დაიწყო მიახლოვება. არც კი სჯეროდა რომ მამა გახდა. მის წინ ახლა მისი პატარა შვილია, რომელიც მთელ სამყაროს ურჩევნია, ისევე როგორც სენა. ორივე მათგანმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს მის გულში. ძალიან ბედნიერია

- რა დავარქვათ? 

- ჰმმ... ის ფურცელი რომ არ დაგეკარგა ახლა უფრო გაგვიმარტივდებოდა....

- კარგი რა... საერთოდ თავიდანვე უნდა მოგვეფიქრებინა სახელი...

- მოვიფიქრეთ, მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ, მე ნუ მაბრალი, ორსულად ვიყავი და დამავიწყდა, აი შენ კი...

- მე რა? შენზე მეტად მე მინდოდა მალე გემშობიარა, შუა ზამთარში საზამთრო და ნაყინი მოგინდა!

- ჰაჰ... ახლაც მინდა.. მაგრამ მოდი ჯერ სახელი მოვიფიქროთ....

- აიშ... რა გაგიძლებთ თქვენ ორს
დრამატული სახე მიიღო და თავი სიცილით გააქნია.

- იდიოტი ხარ გუკ

- იდიოტი რომელიც გიყვარს

- ყველაფერზე მეტად.

ღმერთმა იცის რამდენი დრო დახარჯეს სახელის არჩევაში, ბოლოს კი არჩევანუ იეჯიზე შეაჩერეს.

დასასრული

______
მადლობა ყველას ვინც ამ ფიკს კითხულობდა! მიყვარხართ!!!
მადლობა 3k ნახვისთვის...
მალე იაკუზას ახალ თავსაც დავდებ და ახალი ფიკით დავბრუნდები.. 💜

მესაკუთრე🔞 (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora