*1 კვირის შემდეგ*
უკვე ერთი კვირაა რაც ლიდერი გვყავს. ბიჭები მას დაუახლოვდნენ და კარგად მეგობრობენ მაგრამ ჩემზე იგივეს ვერ ვიტყოდი. მე დიდად არ მოვწონვარ იმის გამო რომ გოგო ვარ, ისიც ნახა როგორ ვისვრი, როგორ ვჩხუბობ მაგრამ მაინც არ მენდობა. არადა ვფიქრობ რომ სინამდვილეში კეთილი და საყვარელია. ყველა ერთ სახლში ვცხოვრობთ და ამის ჩხუბის მოსმენა ყოველდღე მიწევს, რათმაუნდა მე მეჩხუბება. ეხლა გავემზადე და დაბლა უნდა ჩავიდე, იმედია პირდაპირ ყვირილს არ დამიწყებს.
მე: დილამშვიდობისა.
ბიჭები: ჰელოუ.
ფელიქსი: 2 წუთით გვიან ჩამოხვედი.
მე: ბოდიში.
ფელიქსი: ბოდიში არ მიიღება! მერამდენე წესს არღვევ უკვე!
მე: ჯანდაბა! რა დაგიშავე? სულ მე რატო მეჩხუბები? ბიჭებისთვის ერთი შენიშვნაც არ მიგიცია და მე? ყველაფერს კარგად ვაკეთებ მაგრამ შენ მაინც უკმაყოფილო ხარ! მეზიზღები ლი ფელიქს, ვერ გიტან!!
მთელი სისწრაფით ოთახში ავვარდი და ტირილი დავიწყე. ჩემი ძმა შემოვიდა და ჩამეხუტა.
ჰიუ: ნუ ტირი რა გთხოვ.
მე: რა დავაშავე?
ჰიუ: შენ არაფერი არ დაგიშავებია ჩემო ლამაზო.
მე: აბა სულ რატო მეჩხუბება?
ჰიუ: არ ვიცი. წამოდი ჭამე.
მე: არ მინდა.
ჰიუ: გინდა! აქ ამოგიტან.
თავი დავუქნიე და გავიდა, ცოტახანში კი საჭმლით დაბრუნდა. ვჭამე და ფილმს ვუყურებდი როდესაც ჩემმა მეგობარმა ემამ დამირეკა.
ემა: ჩვენს პარკში დაერჭვე.
მე: რა ხდება?
ემა: არაფერი, დავიღალე სახლში.
მე: კაი ჩავიცმევ და მოვალ.
ემა: ოკეიი.
ასე ჩავიცვი და დაბლა ჩავედი.