2

243 30 43
                                    


(წაიკითხეთ ეს თავი, ძალიან ბევრი რამე დავამატე და ბევრიც ამოვაკელი)


- აჰჰჰ, მომშივდა - დაიწუწუნა ფელიქსმა და თავი მერხზე დადო.

- ჩემს ბიჭუნას მოშივდა? - თმები აუჩეჩა უფროსმა.

- ჰიუნჯინ, მაინც ვერ გამიგია ეგრე რატომ მომმართავ?ნთითქოს სამი წლის ბავშვი ვიყო? - თითქოს გაუწყრა უფროსს.

- მომწონს!

- მე არ მომწონს, უკვე დიდი ვარ და...

- შენ ჩემთვის ყოველთვის პატარა ხარ! - თავზე გადაუსვა ხელი, თითქოს ძაღლი იყოს რომელმაც პატრონს, გადაგდებული ჯოხი მიუტანა.

- კარგი, წამოდი კაფეტერიაში წავიდეთ. - ხელი ჩაკიდა და კლასიდან გავიდნენ. 

- მართლა ძალიან გშიებია.

- მე ხომ გითხარი...

***

- ჰეით - მიესალმა ქერათმიანი მაგიდასტან მჯდომებს.

- ოოო, ჩვენი  წყვილი მოვიდაა. - მისი დიდი ღიმილით გაიღიმა.

- ჯონგინ - შეუღრინა ჯისუნგმა.

- რა იყო ჰან, რამე არასწორი ვთქვი?! - აყვა აიენიც.

- ეს ბავშვი გააჩუმეთ, თორემ მინჰოს ვეტყვი ყველაფერს. - საჩვენებელი და შუა თითები საფეთქელთან მიიტანა და დაიამასაჟა.

- აუუ, ძალიან გთხოვ მინჰოს არ უთხრა რა. - ხვეწნა დაუწო უფროსს.

- ხოდა გაჩუმდი. - შეუღრინა ჰანმა.

- ხო ისე ჩვენც აქ ვართ. - უფროსები შეჩვეულნი იყვნენ ამ ორის ასეთ კინკლაობას.

- ჰიუნჯინ, ფელიქს, ჯონგინ და ჰან. - დაიწყო სუნმინა ისე თიტქოს ძალიან დიდი რაღაცის თქმას აპირებდა. - გინდათ წვეულება მოვაწყოთ? ჩემები სამი დღე სახლში არ იქნებიან, სოფელში წავიდნენ ბებიასთან.

-აა, მეთქი შე აფერისტო - თავში წამოარტყა ჰანმა. - მშობლების არყოფნით სარგებლობ ხომ? თანახმა ვარ, მე და მინჰო მოვალთ. - გაუღიმა, ნიკაპი ხელისგულზე ჩამოდო და დანარჩენების პასუხს დაელოდა.

Red Light /hyunlix/Where stories live. Discover now