12

211 15 79
                                    

განა ფელიქსმა არ იცოდა, რომ შეცდომა იყო ახლა რასაც აკეთებდა? განა არ იცოდა, რომ ჰიუნჯინს სანა'ც'უყვარდა? მაგრამ ჰიუნჯინს ვერ დათმობდა. ის მისი იყო და სულ ასე იქნებოდა, არანაირად არაპირებდა, მის ისევ გაშვებას.

***

ფელიქსმა საკმაოდ გვიან გაიღვიძა , მაგრამ საწოლზე მეორე სხეული ვერ ირგძნო, ამიტომაც წამოდგა. მართალი იყო, ალბათ დაბლა ჩავიდა. ფელიქსის გონება კი საშინელმა ფიქრებმა მოიცვა.

შეიძლება ჰიუნჯინი, ასე მხოლოდ მის გასამხნევებლად მოიქცა, და  არანაირი გრძნობა არ აქვს მის მიმართ.

მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ ჰიუნჯინს ფელიქსი უყვარს, მაგრამ რაღაცის ან, ვიღაცის ეშინია, და ამის გამო სანასთან ყოფნას ამჯობინებს. 

ტვინი აუფეთქდება ამდენი ფიქრისგან.

დაბლა ჩასვლა არ უნდა, რადგან იცის ვერანაირად გამოძვრება. არ ნანობს იმას რომ, მამას ეჩხუბა, მაგრამ მაინც ვერ აიტანს მშობლების უაზრო კითხევბს.  ბოლოს როგორც იქნა, ძალებს იკრებს და დაბლა ჩადის.

ოთხივე რაღაცაზე ბჭობდა. დიახ, ოთხივენი. მათ საოჯახო საქმეებში უკვე სანაც ერევა, და წყვეტს ფელიქსის მომავალს.   როცა მათ  ბიჭი დაინახეს, გაჩუმდნენ და მას ისე შეხედეს, თითქოს მის სულში ჩაიხედესო. საშინლად არ ესიამოვნა ფელიქსს ეს მზერები, მაგრამ იმ პატარა თვალის კონტაქტზე რომელიც, ჰიუნჯინთან წამიერად ჰქონდა, რაღაცნაირად დამშვიდდა და ეს უჩვეულო მზერებიც გაატარა.

- შვილო - იუნი, ფელიქსთან მივიდა და გადაეხვია. მანაც საპასუხოდ მოხვია ხელები. - იცი როგორ გვანერვიულე? ძალიან გთხოვ, არაფერი დაგვიმალო. ყველაფერი გვითხარი, ჩვენ მოგისმენთ და გაგიგებთ. შენთვის ყველაფერს გავაკეთებთ. - ფელიქსმა დედას ნაზად გაუღიმა და დივანზე დაჯდა. აშკარა იყო, ამაზე არაფერს იტყოდა. 

- რაზე ლაპარაკობდით? - ინტერესიანი თვალებით ჰკითხა დედას. პასუხის გაცემას კი,  არავინ ჩქარობდა.

Red Light /hyunlix/Where stories live. Discover now