9

208 20 101
                                    

ფელიქსი მისი სიზმრის გამო, მთელი დღე შოკში იმყოფებოდა. ასეთი სიზმარი არასდროს დასიზმრებია და ცოტა უცნაური იყო. თან იმაზე ეფიქრებოდა, რომ სიზმარში თითქმის იმას ვხედავთ, რაზეც ვფიქრობთ, ანუ გამოდის რომ ის ჰიუნჯინზე ფიქრობდა და თან.... მართალია ჰიუნჯინს სხვანაირი თვალით უყურებდა, მაგრამ მასთან ასეთი რამის გაკეთება არასდროს ნდომებია. 

***

როგორც ყოველთვის ექვსეული ჩანის სახლში იყო შეკრებილი და ისევ რაღაცაზე კამათობდნენ. ამჯერად კი, კამათის მიზეზი ჰიუნჯინი და ფელიქსი იყო.

- როგორ მინდა ახლა ისე გცემო. - ხელებს იმასაჟებს მინჰო და ჰიუნჯინს უყურებს. აღიზიანებს ბიჭის ასეთი ქცევები.

- არა რა ,ამდენი დრამები მე არ შემიძლია - ამბობს სუნმინი და ჩიფსებთან ერთად ოთახიდან გადის.

- ადამიანო, ნორმალურად ხომ აგიხსენით წესივრად მოიქეცითქო. შენ რა უკღმართი დაიბადე? ყველაფერი გააფუჭე. - ახლა ჰანი დაადგა თავზე. ჯონგინის შემდეგ ყველაზე ძალიან მას უნდოდა რომ ფელიქსი და ჰუნჯინი ერთად ყფილიყვნენ.

- ყველაფერი დავგეგმე. - ამაყად წარმოთქვა ჰიუნჯინმა, რადგან მის ლანძღვა-მუქარას ვეღარ გაუძლო. ხუთი წყვილი თვალი კი მასზე გადმოვიდა პასუხის მოსასმენად.

- რა დაგეგმე? - აქამდე ჩუმად მყოფი ჩანიც, დიალოგში  ჩაერთო.

- მოგეხსენებათ, ფელიქსს დაბადებისდღე ორ თვეში აქვს. - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გულში ლოცვას შეუდგა.

- მერე? - წარბის აწევით კითხა მინჰომ, იცოდა რომ ჰიუნჯინი რაღცას იტყუბოდა. კარგად იცნობა ბიჭს.

- ამ ორ თვეში ყველაფერს მოვაწესრიგებ და მის დაბადების დღეზე მოვიტაცებ. აბა როგორი იდეაა? - სიმწრით გაიღიმა და ყველას თვალი გადაავლო, იმის დასარწმუნებლად რომ ეს ყველამ დაიჯერა.

- ნუ, არაუშავს. - მაინც გამოეკვეხა მინჰო.

- და სად წაიყვან? შენი ძმა მაინც გიპოვით. 

Red Light /hyunlix/Where stories live. Discover now