მაპატიეთ წინა თავი ძალიან ინტრიგნულად დავასრულე😂🌝რაც შეეხება ვონის?!🥱🥱წაიკითხეთ და გაიგებთ რატომ ებრძვის სიკვდილს.
—————————————————————-
- რა?! - თვალებიდან ცრემლები წამომსკდა.
- ჰო,გუშინ შენ რომ გონება დაკარგე ორმაგად ინერვიულა,ეგონა კვდებოდი შენც,სახლში მივიდა თუ არა ჯერ სახე დაისერა შემდეგ,ვენები გადაიჭრა.
- გავგიჟდები,ნამდვილად გავგიჟდები - ტირილით ვთქვი.
- მესმი პატარავ,სიმშვიდე შეინარჩუნე გთხოვ.
- რა ხდება აქ? - შემოვარდა ექთანი ჯული.
- ვონის ამბავი გაიგო. - მიუგო დედამ.
- ვწუხვარ,დამამშვიდებელს შემოვუტან.
- კარგით.მალევე დამამშვიდებელი გამიკეთეს,როცა გამოვიღვიძე დედამ მახარა:
- პატარავ,ვონი თავს კარგად გრძნობს.
- მართლა?გადარჩა? აუ შეიძლება ვნახო?
- კი შეგიძლია გავარკვიე ყველაფერი,ადექი ფრთხილად წაგიყვან პალატაში.ჯონ ვონისთან პალატაში:
- ეიი ვონ - მივვარდი საწოლს აცრემლებული თვალებით.
- ჯისუ,კარგად ხარ?
- რათქმაუნდა,მაგრამ შენზე გაბრაზებული ვარ,ეს არ უნდა გაგეკეთებინა.
- ვიცი მაგრამ სოფიას სიკვდ... - პირზე ხელი ავიფარე და პალატიდან გავედი,წავედი არ ვიცი სად მივრბოდი,შორს მივრბოდი.
საბოლოოდ დედა დავინახე მივედი და ატირებული ჩავეხუტე,ვყვიროდი:შეცდომა დავიბადე,სიკვდილი მინდა,სოფიასთან მინდა.
დედა პირზე ხელს მაფარებდა და ნელ-ნელა პალატისკენ მივყავდი.
საბოლოოდ ისევ დამაძინეს.
როდესაც გავიღვიძე სახლში გამწერეს.
მისვლის თანავე ვონის დავურეკე:
- ვონ,მე იცი სახლში გამომწერეს
- ძალიან კარგი,პალატაში სოფია რომ ვახსენე რატომ გაიქეცი?
- სოფია ჩემი ბავშვობის მეგობარია,10 წელია მეგობრები ვართ,ის ჩემზე დიდია 2 წლით.
- ჰო,ვიზიარებ ბოდიში.
- არა ნუ მებოდიშები.
- მეც გამომწერეს,გინდა ხვალ სადმე წავიდეთ?
- სოფია?
- უკვე დაასაფლავეს ალბათ,მის საფლავთან მივიდეთ შემდეგ კი სადმე წავიდეთ დავლიოთ და გავერთოთ.
- მე დღეს ქიმია მაქვს.
- გავიკეთოთ,ან საღამოს გავაკეთებინოთ.
- კარგი.
- კარგი მოკლედ ხვალ,სამ საათზე გამოგივლი.
- კარგი.
მაშინვე გარდერობი გამოვალაგე,შავ კაბას ვეძებდი და აი ისიც.
სოფიას არ მინდა ეგონოს რომ დამავიწყდა მისი გარდაცვალება,ამიტომ ვიცმევ შავ კაბას.
მაკიაჟს ხვალ არ გავიკეთებ,თუ მართლა სასაფლაოზე უნდა გავიაროთ,ტირილი მომიწევს და ტუში ჩამომეთხაპნება.
მოკლედ ხვალ ვგულაობ თუ ვგლოვობ აღარ ვიცი.
უი ჰო და,თითქოს ცოტა უფრო მომემატა ვონისადმი გრძნობები,რის გამოც თავს დამნაშავედ ვგრძნობ.20 იანვარი
დილა
გავიღვიძე თუ არა წამოვხტი და მისაღებში გავედი,დედა საუზმეს ამზადებდა:
- დილა მშვიდობისა ჯისუ
- ამას თუ მშვიდობა ჰქვია - ჩავიბუზღუნე,აშკარად ცუდ ხასიათზე გავიღვიძე.
- აბა დღეს რა გეგმები გაქვს?
- ვონიმ უნდა გამომიაროს,სასეირნოდ წავალთ.
- ძალიან კარგი,ისაუზმებ?
- არა არ მშია,ოთახში ავალ.
- კაი
ოთახში რომ ამოვედი გამზადება დავიწყე,ამასობაში სამი საათიც მოვიდა და კარზე ზარი გაისმა:
- მე გავაღებ - იყვირა დედამ.
- გამარჯობა ვონ,ვწუხვარ სოფიას ამბის გამო,კი აქაა დავუძახებ ეხლავე.
ჯისუ,ვონი მოვიდა.
- მოვდივარ დე.
რომ ჩავედი გადავკოცნე ხელი ჩავკიდე და წავედით,ჯერ სასაფლაოზე წავედით.
ასე უცებ რატომ დაასაფლავესთქო მიკვირდა,ძალიან ბევრი ვიტირეთ,მიწაზე დავწექი და ვკოცნიდი.
შემდეგ მივხვდი რომ ასე არ შეიძლებოდა და ავდექი.
- წამოდი რამე ვჭამოთ მაგდონალდში
- კარგი. - ვთქვი დაღონებულმა.
- აბა რას შეუკვეთავ?
- ჩისბურგ... - და გონება დავკარგე.
![](https://img.wattpad.com/cover/318473208-288-k673323.jpg)
YOU ARE READING
♡︎only me and you♡︎
Romanceეს ყველაფერი ერთ გოგოს კიმ ჯისუს გადახდა რომელსაც მესამე სტადიის სიმსივნე აქვს და ასევე თვალებზე პრობლემა,როდესაც მის ცხოვრებაში სონ ვონი გამოჩნდება ყველაფერი თავდაყირა დადგება.