გადამარჩინე.

1.2K 73 17
                                    

დილა ~

ჯონგუქის POV:

გათენდა თავს კარგად ნამდვილად არ ვგრძნობ რადგან გუშინ იმ ალქაჯმა ორჯერ ჩამიმტვრია ერთი ადგილი 😑 საიდან აქვს ამხელა გამბედაობა რომ ბიჭს მაქ ეხება? თხა... მაგრამ უნდა ვაღიარო ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვს და ასევე კანიც სიამოვნებით გავიმეორებდი რომ არ მეშინოდეს რომ კიდევ ერთ დარტყმას მომაყენებს...საათი რომელია? საათზე დავიხედე და 07:32 ღმერთო ახლავე უნდა გავაღვიძო რომ სკოლაში წავიდეს!

ლიზას ოთახის კართან მივედი და დავაკაკუნე.

- ლიზა ადექი სკოლაში გაგვიანდება.- კარი გააღო მაგრამ თვალები დახუჭული ჰქონდა.

- მაცადე ძილი , არ მივდივარ სკოლაში! - ახლა თვალები ოდნავ გაახილა და შემომხედა.

- რა? რას ქვია არ მიდიხარ? დროზე მოემზადე ან იძულებული ვიქნები მე თვითონ ჩაგაცვა !- ამაზე თვალები გაუფართოვდა და ოთახში შევარდა.

20 წუთია არ გამოსულა ალბათ ემზადება და თუ იცით რას ვიზამ მე? მე წავიყვან სკოლაში და მასთან ერთად ვიქნები.

ოჰ ეღირსა გამოსვლა! მოკლე კაბა და თეთრი "საროჩკა" ძალიან სექსუალურია მივედი და წრე შემოვუარე.

- შენს სკოლაში ყველა გოგოს ასე აცვია.- ვკითხე მან კი უბრალოდ თავი დამიქნია.

- კარგი მაშინ ეს მოიფარე წელზე !- ჩემი ჟაკეტი მივეცი მან კი წარბი აწია.

- რა ჯანდაბად მინდა? - მკითხა და ჟაკეტი უკან მომაჩეჩა.

- მგონი შენი კაბა ძალიან გრძელია , და ბიჭები ყურებას დაგიწყებენ ეჭვიც არ მეპარება. - ვუთხარი და ჟაკეტი წელზე შემოვხვიე ზედმეტად ახლოს ვიყავი მასთანამიტომ მისი მარწყვის სურნელი ვიგრძენი.

- უკაცრავად ბატონო ჯონგუქ ზედმეტი არ მოგივიდეთ! - მითხრა და მომიშორა ჩანთა მოიკიდა და სახლიდან გავიდა.

დავეწიე და მანქანაში დიდი ჭიდაობის  შემდეგ * ჩავტენე* გაბრაზებულია და ლოყები დაბერილი აქვს ხელები კი გადაჯვარედინებული.

Will Be Back Again | J. JKWhere stories live. Discover now