მუდამ მეყვარები

576 58 12
                                    

- ლიზა, გაიღვიძე, სახლში ვართ.- სიზმრებიდან ჯონგუქის ხმას გამოვყავარ, თბილი და მზრუნველი ტონი ჰქონდა.

ჩემს კალთაში მძინარე ევას შევხედე, მშვიდად ეძინა.
თვალები მოვისრისე და მანქანიდან ისე გადავედი,რომ ევას არ გაღვიძებოდა. ასე გავიარე გზა საძინებლამდე.

- ჩვენთან დავაწვენ, შეშინებული იქნება.- გადავუჩურჩულე ჯონგუქს, საპასუხოდ კი თავის დაქნევით მიპასუხა.

ფრთხილად დავაწვინე და საბანი გადავაფარე, საწოლის გვერდით მდგომი ტუმბოდან პირველადი დახმარების ყუთი ამოვიღე და საწოლზე ჩამოვჯექი.

- გაეღვიძება.- თქვა ხმა დაბლა ჯონგუქმა და ყუთი გამომართვა.

- იმაზე მტკივნეული მაინც არ იქნება, რაც პარკში გააკეთე.- უხეშად ვუთხარი და ყუთი ისევ გამოვართვი, გავხსენი და სპირტი ბამბა და მალამო ამოვიღე.

- თავი ვერ მოვთოკე, განერვიულებული ვიყავი...ხომ იცი, ისე არასოდეს ავუწევდი ხმას. - საწოლის მეორე მხარეს ჩამოჯდა და თავზე მოეფერა ევას.

- მერე ვისაუბროთ ამ თემაზე.- ბამბას სპირტი დავასხი და ევას ნელა დავადე სახეზე , თავიდან წარბები შეკრა , მაგრამ როგორც კი სული შევუბერე ,მოეშვა.

- ისე ნუ იქცევი, თითქოს ჩემზე მეტად განაღვლებდეს. - თავი ფანჯრისკენ გაატრიალა. - ხვალ, ორივე წავალთ უნივერსიტეტში, ევას კი ჰოსოკს დავუტოვებთ, ბექიონთან გაერთობა.

- კი, მაგრამ...

- არავითარი მაგრამ, ორივე ერთად რომ გავუჩინარდებით, რაღაცას იეჭვებენ, მე კი ეს არ მაწყობს და, არა მგონია, შენ ეს...- სიტყვის დასრულება არ დავაცადე.

- არაა საჭირო ახსნა, მივხვდი.

მალამო წავუსვი და შემდეგ პლასტირი დავაკარი.

***

- ჩვენი შვილი „ დავმალეთ" და ჩვენ უნივერსიტეტში მოვედით, რადგან ამ ნაბოზარ ხალხს არაფერი ეეჭვათ. - სიმწრისგან თან ვიცინოდი და თან ცრემლებს ვღვრიდი თვალებიდან... თავს საშინლად ვგრძნობდი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 25, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Will Be Back Again | J. JKWhere stories live. Discover now