- ჯონგუქ ევა სად არის? - ჩემმა ხმამ გააყრუა მთელი სახლი.
- შენთან არ არის? - გიჟივით შემოვარდა ოთახში ჯონგუქი, სახეზე საპარსი ქაფი ჰქონდა, როგორც ჩანს წვერს იპარავდა.
- აქ ვარ! - სიცილ-კისკისით გამოვარდა ევა კარადიდან, საწოლზე აძვრა და ხტუნაობა დაიწყო.
- ევა, რამდენჯერ გითხრა რომ ნუ იმალები? უკვე ხუთი წლის ხარ და დედიკოს უნდა დაუჯერო.- მასთან მივედი და საწოლიდან ჩამოვსვი.
კარადიდან მისი საყვარელი ვარდისფერი კაბა გამოვიღე და თან მოვაყოლე თეთრი ფერის ფეხსაცმელები.
- ნუ მებუტები.- ამოიჩურჩულა და ქვედა ტუჩი საყვარლად გადმოაგდო, ხელები გადააჯვარედინა და ლეკვის თვალებით ამომხედა.
- აბა ვის უნდა დღეს საბავშვო ბაღში მამიკომ წაიყვანოს? - ჯონგუქმა ევა კისერზე შემოისვა და ასე დარბოდა მთელ ოთახში.
- ორი ერთი ჭკუის.- ამოვიოხრე და ევა ჯონგუქს მოვაშორე.
****
- რა მალე გაიზარდა, არა.- ღიმილით შემომხედა ჯონგუქმა, როცა ევამ ბაღში შეირბინა.
- მახსოვს პირველად ხელში რომ ავიყვანე, ისეთი პატარა და მოცუცქნული იყო, რომ შემეშინდა, უცებ რამე არ ვატკინო-თქო. - ჩამეცინა.
- შემდეგი გაჩერება უნივერსიტეტი!-წელზე ხელი შემომხვია და ასე წავედით მანქანისკენ.
- ოჰ, რომ იცოდე როგორ ვღიზიანდები როცა სხვა, ჩემს გარდა კიდევ ბევრი მასწავლებელს/ლექტორს გეძახის.- ღიმილით ვუთხარი, მაგრამ ეს ღიმილი უფრო გაღიზიანებისგან იყო გამოწვეული.
- ხომ იცი,რომ მხოლოდ შენ გეკუთვნი.- ჩემი ხელი მისაში მოიქცია და აკოცა.
- მე ვიცი, მათ არ იციან! - თვალები ავატრიალე.
- ჩემი ეჭვიანი მოსწავლე.-ჩაიცინა და საყვარელი ბაჭიის კბილები გამოაჩინა.
- არა მარტო...შენი ცოლიც და შენი შვილის დედა! - მინდოდა მკაცრად გამომსვლოდა, მაგრამ ისე საყვარლად უყურებდა გზას, ეს ვერ შევძელი.
YOU ARE READING
Will Be Back Again | J. JK
Poetry❗არის +18 ❗ რა მოხდება მაშინ, როცა შენი მასწავლებელი შენთან სწავლის ნაცვლად , სულ სხვა მიზეზის გამო დაიწყებს ცხოვრებას? და თუ მის მიმართ გრძნობები გიჩნდება? შეძლებს ჩვიდმეტი წლის გოგონა მძიმე ცხოვრების შემდეგ ბედნიერი ოჯახის შექმნას? ამ ყველაფერს...