კირა კლასში წავიდა და ჯონვონიც გაყვა, მისი კლასი ჩვენს გვერძეა და მაგიტომ. მხოლოდ მე და ნიკი დავრჩით და მხოლოდ 5 წუთი გვქონდა სანამ ზარი დაირეკებოდა. უცებ ერთი გოგო დამეჯახა და გაიქცა, ნიკიმ კი დამიჭირა.
ნიკი: კარგად ხარ? დღეს რა ხდება, ყველა რატო გვეტაკება.
მე: არ ვიცი. ახლავე მოვალ.
ცოტა შორს გავედი.
მე: ყოჩაღ კარგი იყო! აი ეს შენი ფული.
???: მადლობა და კარგად.
მე: კარგად.
უცებ ნიკის ხმა მომესმა.
ნიკი: ეს ის გოგო არ იყო წეღან რომ დაგეჯახა?
მე: ა..არა.
ნიკი: კი ეგ იყო. რისთვის გადაუხადე ფული? ან რა იყო კარგი?
მე: მე.....
ნიკი: მითხარი!
მე: მე მას ვუთხარი რომ შენთან ერთად რომ ვიქნებოდი თუ დამეჯახებოდა ფულს გადავუხდიდი! იმიტომ რომ მენახა თუ დამიჭერდი ან რომ დავვარდნილიყავი თუ ინერვიულებდი ჩემზე!
ნიკი: ჯანდაბა! მე სხვანაირი მეგონე!
მე: რომ არ მიყვარდე ამას არ გავაკეთებდი! მინდოდა გამეგო თუ რამეს გრძნობდი ჩემს მიმართ!
ნიკი: ჯერ მხოლოდ 1 კვირაა გიცნობ! მე არ მიყვარხარ! შეგეძლო პირდაპირ მოსულიყავი და გეთქვა "ნიკი მიყვარხარ" და გაიგებდი ჩემს პასუხს! მაგრამ არა!
მე: მაპატიე გთხოვ.
ნიკი: არა არა და არა!——————————————
მოკლეა მარა არაუშავს. ხო?😉