თავი 1

517 24 10
                                    

რა სასიამოვნოა სუფთა ჰაერზე პარკში სეირნობა... აქ მართლაც შემიძლია ამოვისუნთქო... თითქოს ამ ადგილზე ყოფნისას ყველა შენი დარდი და ტკივილი ქრება.
ყველაფერ ცუდს გავიწყებს და მხოლოდ კარგს და იმ ლამაზ მოგონებებს გახსენებს რომლებიც შენს საყვარელ ადამიანებთან გაკავშირებს.

ჩემთვის ეს ადგილი სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული.
ბუნება მიყვარს. როცა ვხედავ როგორაა გადამწვანებული ყველაფერი და მესმის როგორ სასიამოვნოდ ჭიკჭიკებენ ჩიტები თავი სამოთხეში მგონია.

როცა დანაღვლიანებული ან გაბრაზებული ვარ აქ მოვდივარ. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ პარკში მაქვს გატარებული გინდ მშობლებთან ერთად გინდ მარტო. აქაურობა ალბათ ასე ძაან მამაჩემის გამო მიყვარს... ყველაზე მეტად მამაჩემთან ერთად მიხაროდა აქ ყოფნა.

ბაღიდან ან სკოლიდან როცა მოვყავდი აქ რომ არ გაგვესეირნა ისე სახლში არ მიმიყვანდა. ფიქრობდა რომ თუ სუფთა ჰაერზე და სასიამოვნო გარემოში  გაისეირნებ ყველა შენი დარდი გაქრება... მართალი იყო. მე ის ძალიან მაკლია თუმცა მადლობელი ვარ რომ ასეთი კარგი მამა იყო ჩემთვის.
სკოლაში პრობლემები მქონდა ახლაც მაქვს მაგრამ მაშინ უფრო ადვილად იყო საქმე. ამ პრობლემებიდან თავის დაღწევაში მამა მეხმარებოდა. ახლა კი ვეღარავინ მომეხმარება... სუიციდზე ბევრჯერ მიფიქრია მაგრამ დედაჩემი მეცოდება. არ მინდა დაიტანჯოს ისედაც ძლივს გადაიტანა მამას სიკვდილი და კიდევ ჩემი დავუმატო?

სკოლაა მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ მინდა თავის მოკვლა. მაბულინგებენ მაგრამ ყველას კიდია, მასწავლებელსაც და დირექტორსაც. დედამ არ იცის არ მინდა რომ ინერვიულოს. ადამიანები შეუგნებელი ეგოისტები არიან. რამე არ მოეწონებათ და მაშინვე აგითვალწუნებენ. ჩემს შემთხვევაში "ნაკლი" ალბათ ის არის რომ ნახევრად ინგლისელი ვარ და თან ამავდროულად ძალიან კარგი მოსწავლე. ჩემს სკოლაში სწავლა ყველას ფეხებზე კიდია ამიტომ აბუჩად ამიგდეს. არ მიკვირს, თავში ტვინი არ უდევთ. ვიცი რომ გულის სიღრმეში ჩემი შურთ მაგრამ არ აღიარებენ...

მე ხომ ის მიყვარდაWhere stories live. Discover now