თავი 3

249 21 19
                                    

*Time skip*

ერთი კვირა გავიდა იმის შემდეგ რაც მე და ჰიუნჯინი უნივერსიტეტში თავებს შეყვარებულებად ვასაღებთ და ყველამ დაიჯერა იმ ძუკამაც კი, მაგრამ ამისდა მიუხედავად მაინც ყველანაირად ცდილობს რომ ჰიუნჯინს შეეტენოს.

იმედია ბოლოს ისე არ იზამს რომ რამე დაამიშავოს. რო დაავაკვირდი მართლა ვერ არი, მეშინია.

ჰიუნჯინი თავიდან რომ ვნახე ძაან ცივი ადამიანი მეგონა მაგრამ სრულიად საპირისპიროა იმას თუ არ ჩავთვლით რომ ცოტა აკლია. ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს წამოროშავს ხოლმე მიკვირს საიდან მოდის ეს აზრები.

მიუხედავად ამისა მაინც ძალიან საყვარელია. არც მიკვირს იმ არანორმალურს ასე ძაან რო უნდა რომ შეეტენოს ის ხომ ასეთი სიმპატიური, თბილი, კეთილი და ჭკვიანია... ნუ ხანდახან მაგრამ მაინც.
.
.
.
.
.
.
.
.
მისაღებ ოთახში დივანზე ვიჯექი და ჩემთვის წიგნს ვკითხულობდი როდესაც ოთახში ქალბატონი ჯინა შემოვიდა.

ჯინა-ვაიმე ეს ბიჭი ამდენი ხანი სად არის??

მერე ეტყობა მეც შემამჩნია.

ჯინა-უი, ნაბი, გთხოვ ჰიუნჯინთან ადი და უთხარი რო ვეძახი, დროზე ჩამოვიდეს, დაგვაგვიანდება.

მე-კარგით, ახლავე.

ჯინა-მადლობა.

წიგნი დავხურე და ფეხზე წამოვდექი, მერე კი ჰიუნჯინის ოთახის გზას დავადექი.

კარზე დავაკაკუნე და რამდენიმე წამის შემდეგ შევაღე მაგრამ რა დაინახა ჩემმა თვალებმა... ჰიუნჯინი წელს ზემოთ შიშველი შარვლის ამარა. თმაც სველი ჰქონდა და წყლის წვეთები სხეულზე ეცემოდა. ის ისეთი... არაფერი.

დავინახე თუ არა თვალებზე ხელი ავიფარე.

მე-ღმერთო, ბოდიში. ვაიმე, მართლა დიდი ბოდიში. მ...მ...მე არ...არ ვიცოდი.

ჰიუნჯინი-დამშვიდდი, რა პანიკებში ვარდები. არაფერია, ადამიანი არ გინახავს?

მე ხომ ის მიყვარდაWhere stories live. Discover now