თავი 4

21 3 0
                                    

როცა ელენესთან მივედი იმდენად გახარებული ჩანდა მივხვდი რომ მე და ანდრია ერთად დაგვინახა ჩამეცინა და ვკითხე

-ასე რამ გაგახარა

-უკვე გაიცანით ერთმანეთი?

-შეიძლება ეგრეც ითქვას

-იცი მაინც საერთოდ ეგ ბიჭი ვინ არის?

ცოტა გამიკვირდა ამავდროულად ძალიან დამაინტრესა თუ რას წარმოადგენდა ამდრია

-ეგეთი ვინა? ასეთი რეაქცია რატო გაქვს

-სკოლაში ყველაზე ცნობილი ბიჭია უბრალოდ გამიკვირდა ასე კარგად რატო მოგექცა როგორც წესი ძალიან უხეშია გოგონებს ყურადღებასაც არ აქცევს

-მერე რაარი მაგაში გასაკვირი ბურთი მომარტყა და მისი მოვალეობა იყო დამხმარებოდა

-კარგი როგორც შენ იტყვი

თქვა ელენემ და კლასისიკენ წავედით,
კლასში შესვლიდან მალევე ზარი დაირეკა მთელი გაკვეთილის მანძილზე ელენეს სიტყვებზე ვფიქრობდი.

ფიქრებიდან მასწაებლის ხმამ გამომიყვანა რომელიც მეკითხებოდა თუ რაზე საუბრობდა, ცოტა დავიბენი რადგან მთელი გაკვეთილის მანძილზე ჩემ ფიქრებში იმდენად ვიყავი გართული რომ მასწავლებელს არც კი ვისმენდი, ელენემ ეს ყველაფერი შეამჩნია და მითხრა რომ მასწავლებელი ოჯახზე და საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე საუბრობდა, როგორც კი ეს გავიგე მაშინვე დემეტრე გამახსენდა და ვიგრძენი როგორ ამიტანა კანკალმა, სუნთქვა მიჭირდა. ესეთი რამე ადრე მხოლოდ ერთხელ მომსვლია მაგრამ სრებით საკმარისი იყო იმისთვის რომ მცოდნოდა თუ რა მჭირდა პანიკური შეტევა მეწყებოდა, ეს მასწავლებელმა შენიშნა და აღელვებული ხმით მკითხა კარგად ვიყავი თუ არა, როცა კლასს შევხედე შევნიშნე რომ ყველა მე მიყურებდა არ მინდოდა ეს ყველაფერი ვინმეს გაეგო ამიტომ კლასიდან ყველაფრის თქმის გარეშე გავიქეც, წესივრად ვერაფერს ვხედავდი თვალები სულ ცრელებით მქონდა სავსე, მოულოდნელად ვიღაცას შევეჯახე მან კი ინსტიქტურად ხელები მომხვია და მითხრა

-ვოუ ვოუ ფრთხილად წინ იყურე

როდესაც მაღლა ავიხედე დავინახე რომ ის ადამიანი რომელსაც შევეჯახე ანდრია იყო, როცა მანაც შემამჩნია თუ ვინ ვიყავი და არც ისე კარგად გამოვიყურებოდი მკითხა

-ანიტა? კარგად ხარ?

უკვე ყველაფერი ბუნდოვნად მესმოდა პანიკური შეტევა უარესდებოდა გაქცევა მინდოდა მაგრამ ძალა უკვე აღარ მქონდა ჩავიკეცე და ანდრიას ხელებში ჩავვარდი ბოლოს კი ანდრიას ხმა მესმოდა რომელიც მეკითხებოდა თუ რა მჭირდა.

(მადლობა ჩემი ფიკია წაკითხვისთვის
იმედია მოგეწონათ♥️♥️)

მის გამოჩენამდეWhere stories live. Discover now