pt. 1

693 34 0
                                    

-კარგი რაა ლიქს! რადროს საჭმელია დღეს პირველი სამუშაო დღე მაქვს კლუბში და ისედაც მაგვიანდებაა
-კარგი ჯანდაბასს, წადი არ დაგაგვიანდეს
-ხომ ყველაფერი ავიღე.. კიკიი აბა წავედიი გაკოცე.-თქვა ქერა გოგონამ და სახლი დატოვა.
ფიქრებში გართული გოგონა თავისთვის მისეირნობდა როცა უეცრად ვიღაც ბიჭს შეეჯახა. მაღალი, შავგვრემანი, "bad boy"-ს სტილში გამოწყობილი, ნუ მოკლედ კარგი შესახედაობის ბიჭი გახლდათ.
-უი... უკაცრავად მე.. არ მინდოდა.-თქვა გოგონამ და ძირს დაგდებული ჩანთა აიღო, ბიჭმა კი უბრალოდ დააიგნორა გოგონას სუტყვები და სიარული გააგრძელა
-უზრდელი... -თქვა ჩუმად გოგონამ და თავის გზას გაუდგა. სულ მალე კლუბშიც მივიდა იქ კი ერთი თანამშრომელი დახვდა რომელმაც იგი უფროსის კაბინეტამდე ააცილა და უთხრა რომ აქ დალოდებოდა რადგან უფროსი საქმეზე იყო გასული და მალე დაბრუნდებოდა, გოგონასაც სხვა რა გზა ჰქონდა დივანზე წამოჯდა და ელოდა უფროსს.
გოგონას ამდენ ლოდინში ლამის ჩაეძინა, მაგრამ იღება კარი და შემოდის უფროსიც, აბა თუ მიხვდებით ვინ იყო უფროსი? ჰაჰჰ სასაცილოა... ამ გოგოს ბედი საერთოდ არ აქვს.
-თ..თქვენ? -ეუბნება გოგონა ბიჭს რომელსაც სულ რაღაც ნახევარი საათის წინ შეეჯახა
-დიახ მე-ბიჭმა ისეთი ხმით თქვა ეს სიტყვები რომ გოგონას ცოტაარიყოს შეეშინდა კიდეც, რა ექნა საწყალ გოგოს ხმა ვეღარ ამოეღო და იჯდა ჩუმად თავისთვის.
-აბაა, შენი სახელი?-ისევ ბიჭმა წამოიწყო საუბარი
-ჰანა.
-მშვენიერია, მე იუნგი ვარ.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
-ასევე. მოკლედ სამუშაო დილის რვაზე იწყება და ღამის 10 საათამდე აქ მოგიწევს ყოფნა, შეკითხვები გაქვს?
-არა.. არავითარი შეკითხვა არ მაქვს. -სინამდვილეში გოგონას ბევრი რამის თქმა სურდა თუმცა ბიჭის საუბარი და გამომეტყველება ისე აშინებდა რომ ისევ ჩუმად ყოფნა არჩია.
-მშვენიერი. შეგიძლია შენს სამუშაოს შეუდგე.
-კარგით-თქვა გოგონამ, ფეხზე წამოდგა და გასვლა დააპირა თუმცა ბიჭის ხმამ შეაჩერა
-და კიდევ ერთი რამ-გოგონა მისკენ შეტრიალდა
-გ..გისმენთ
-ცოტა გამომწვევად თუ ჩაიცმევ უკეთესი იქნება, ეს ხომ კლუბია?!
-დიახ, გავითვალისწინებ.-გოგონა უფროსის ოთახიდან გამოვიდა და ისევ ქვევით იმ ერთ თანამშრომელთან ჩავიდა.
-გამარჯობა-მოკრძალებულად მიესალმა გოგონა
-გაგიმარჯოს ახალო-თქვა ბიჭმა და ჩაიღიმა
-რა ცოტა ხალხია
-ძირითადად საღამოთი არის ხოლმე ბევრი ხალხი, ვნახოთ.
-ჰოო კარგი მე წავალ კლიენტებს მოვემსახურები
-კარგი.

ბატონო მინ იუნგი! Where stories live. Discover now