pt. 3

345 26 1
                                    

ახლა

ჰანა ჩუმად გაიყვანა შავებში ჩაცმულმა ბიჭმა და მანქანაში ჩასვა.

ტელეფონის ზარი•
-იუნგი ყველაფერი გამოვიდა! ის ახლა მანქანაში ზის ჩემთან ერთად.
-მშვენიერია ჯეონ. დანიშნულ ადგილას მოიყვანე.
-კარგი.

~
დაახლოებით ათი წუთი გავიდა რაც გოგონა არ გამოჩენილა, ჯიმინმა ნერვიულობა დაიწყო და საპირფარეშოს კარებთან მივიდა.
-ჰანა?.. ყველაფერი რიგზეა?
რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ რომ ვერაფერი გაიგონა შეშინდა და კარებს ჯაჯგური დაუწყო, როგორ ჩანს ის შიგნიდან ჩაეკეტა ჯეონს და ჯიმინს კარის შემტვრევა მოუწია. შეამტვრია კარი, თუმცა ჰანა სადაა?
-ჰანა? ჰანაა-დაიყვირა ბიჭმა და საპირფარეშოდან გამოვიდა, თითქმის მთელი რესტორანი შემოირბინა თუმცა ჰანა არსად ჩანდა, მომუშავე პერსონალი დაკითხა და როგორც ჩანს ერთერთს დაუნახავს როგორ მიჰყავდა შავებში ჩაცმულ ბიჭს ლამაზი გოგონა ხელში აყვანილი.
-დაინახე რომ ვიღაცას ჰანა მიჰყავდა და მე არ მითხარიი? -დაიყვირა ბიჭმა
-ბოდიშით მე...
-გაჩუმდი! დიდი ხანია რაც გავიდნენ?
-დაახლოებით 9-10 წუთის წინ..
-ამის დედაც! -ბიჭი შენობიდან გავარდა და გარეთ დაიწყო ყვირილი.
-ჰანაააააა! -ყვიროდა ბიჭი თუმცა ირგვლივ სრული სიჩუმე იდგა.
-ამის დედაცც სად ჯანდაბაში ხაარ!

~

ჰანამ თვალები გაახილა, თუმცა ვერაფერს ხედავდა სიბნელის გამო, მხოლოდ იმას მიხვდა რომ სკამზე იყო მიბმული რადგან იგრძნო ხელებზე თოკი როგორ მჭიდროდ ჰქონდა შემოხვეული.
-არის აქ ვინმეეე?! -დაიყვირა გოგონამ თუმცა ხმა არავინ გასცა. დაახლოებით ორ წუთში კი იღება კარი და შემოდის მკაცრი შესახედაობის მამაკაცი რომელსაც დამპლური ღიმილი ეპარება სახეზე.
-ვინ ხაარ რა გინდაა-ისევ და ისევ ყვიროდა გოგონა და სიბნელის გამო ვერც ბიჭს ხედავდა
-ამის დედაც ამოიღე ხმააა! -გოგონას ნერვები მოეშალა ბიჭის დუმილზე და კიდევ ერთხელ დაიყვირა
-დაწყნარდი პატარავ სიბრაზე არაა საჭირო-ჩაიცინა იუნგიმ და გოგონას გახედა რომელსაც შიში დაეტყო სახეზე.
-შეენ?
-დიახ მე. -იგივე ტონით თქვა როგორც მათი პირველი შეხვედრისას კლუბში.
-სად ვაარ? აქ რა მინდა?! ჯიმინი სადაა!
-ჩშშ.. ყვირილით ვერაფერს შეცვლი, ნუ ღელავ ჯიმინს არაფერი სჭირს, ან.. შეიძლება ახლა ნერვიულობდეს შენს გამო მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს.
-შენ რა სულ შეიშალეე? ჩემგან რა გინდაა?
-არც არაფერი, უბრალოდ ჩემი ძმის ურთიერთობებით ვერთობი!
-შენი.. ძმის?
-ოჰ.. როგორც ჩანს ჯიმიმს ყველაფერი არ უთქვამს.
-ანუ შენ ხარ ის ძმა რომლის სახელიც არ მითხრა?
-ახ.. ეგ ნაბიჭვარი ჩემს სახელსაც მალავს.
-წესიერად ილაპარაკე!
-ოჰოო, ჯიმინ რა გოგო დაგითრევია საღოლ შენ, როგორ დიდ გულზეა..-ჩაიცინა.
-მანიაკი ხარ!
-ოჰ.. არა ძვირფასო! მანიაკი რომ ვიყო შენ და ჩემს ძმას თავებს მოგაჭრიდით, თმებით ერთმანეთზე გადაგაბავდით და მდინარეში მოგისვრიდით, მაგრამ მე ამას არ ვაკეთებ.
-საზიზღარი ადამიანი ხარ!
-კი.. შეიძლება ასეთი ვარ მაგრამ ჩემს ძმას მაინც ვჯობივარ.
-შენ მას არაფრით ჯობიხარ, მისი შენთან შედარებაც კი სირცხვილია! ის კეთილია და გამგები!
-ასე თავად გაჩვენებს თავს, სინამდვილეში კი ჩემზე უარესია.
-არაა! შენ ამას იმიტომ მეუბნები რომ შევიძულო ის მაგრამ მე მას არ შევიძულებ რადგანაც ის მიყვარს!
-გიყვარს? სასაცილოა. ჩემი ძმა არასდროს არავის ყვარებია, დარწმუნებული ხარ რომ გიყვარს? -ირონიით საუბრობდა ბიჭი რისი შემჩნევაც რთული არ იყო!
-შენ რა დამცინი?
-მეე? დაგცინი? რასისულელეა.. -ჩაიცინა ბიჭმა და ისევ გოგონას გახედა
-ახლა რას მიპირებ? რატომ ვარ აქ?
-იცი, მაგაზე ჯერ არ მიფიქრია.. რამდენიმე დღე აქ იქნები შემდეგ კი სავარაუდოდ ჩემს სახლში წაგიყვან.
-რაა? შენს სახლში რა მინდაა? გაგიჟდიი?
-სიტყვები შეარჩიე როცა მე მელაპარაკები! ამ მომენტში გიჟს შენ უფრო გავხარ.
-წადი შენი!
-რა თქვი?
-წა-დი შე-ნი -დაუმარცვლა გოგონამ.
-გითხარი სიტყვები შეარჩიე თქო!
-თორემ რა?
-როცა მეორედ გაბედავ რამე ცუდის თქმას მერე ნახავ.
-ნაბიჭვარო-თქვა ჰანამ, ამ სიტყვებმა იუნგი ძალიან გააბრაზა და სახეში სილაც გაარტყა. ალბად მისი ასეთი რეაქცია იმის ბრალია რომ მას ყოველთვის ყველა ემორჩილებოდა, იუნგის სიტყვა ყველასთვის კაკონი იყო, მას არასდროს არავინ შეწინააღმდეგებია ერთი გოგონას გარდა და ეს გოგონა ჰანაა. გოგონას თვალებიდან რამდენიმე ცრემლი გადმოუგორდა მაგრამ იუნგის ამასზე რეაქცია არ ჰქონია.
-მე გაგაფრთხილე, ასე მოხდება ყოველთვის როცა არ დამემორჩილები! ან შეიძლება უარესიც მოხდეს.

ბატონო მინ იუნგი! Where stories live. Discover now