pt. 6

327 27 14
                                    

ბიჭი და გოგონა ქუჩას მიუყვებოდნენ, არცერთი ხმას არ იღებდა.
ვინმეს რომ დაენახა დარწმუნებული ვარ გაიფიქრებდა რასაყვარელი წყვილიაო ან რამე მსგავს სისულელეს, ერთი შეხედვით მართლაც რომ მოსიყვარულე წყვილს გავდნენ მაგრამ მხოლოდ ამ ორმა თუ იცოდა სინამდვილეში ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის, ან განა მათ იცოდნენ?
-ნაყინს მიყიდი?-საწყალი ტონით ძლივს ამოღერღა გოგონამ.
-რათქმაუნდა. შენ ოღონდ თქვი და თუ გინდა მთლიანად დედამიწას გაჩუქებ!
გოგონას ეს სიტყვები წეღანდელი კომპლიმენტის შემდეგ დიდად არც გაკვირვებია თუმცა მაინც ვერ გაერკვია რატომ მოლბა იუნგი მის მიმართ, ასე, ამ მცირე დროში..
ცოტახანში იუნგი ნაყინით ხელში გგოგონასთან ბრუნდება და ნაყინს უწვდის, გოგონაც იმ წამსვე ართმევს
-შენ.. არ გინდოდა?
-არა ნაყინზე დიდად არ ვაბოდებ
-გასაგებია-თქვა გოგონამ და ნაყინის ჭამა დაიწყო
-რატომ მენდობი?-წამოროშა უეცრად სიტყვები გოგონამ რომელიც სრულიად მოულოდნელი იყო ახლა იუნგისთვის
-რა?
-არც ხელს მჭიდებ, არც მემუქრები..რომ გავიქცე და გიჩივლო არ გეშინია?..-იუნგის ჩაეცინა
-ვიცი რომ ამას არ იზამ, ამიტომაც  არც ხელს გჭიდებ და არც გემუქრები
-გძულვარ?
-ამ კითხვებს კარგად ამუშავებ გონებაში და ისე სვამ თუ უბრალოდ ენის წვერზე რაც მოგადგება იმას ამბობ?
-უბრალოდ მიპასუხე, გძულვარ?
-არა-მოკლედ მოჭრა ბიჭმა
-აბა რას გრძნობ
-რასქვია რასვგრძნობ-დაიბნა იუნგი, დიახ თვით მინ იუნგიც კი დაიბნა..
-რას გრძნობ როცა მიყურებ, მეხები..
-რაც მთავარია სიძულვილს არა
-მგონი გკითხე რას გრძნობ თქო და არა რას არ გრძნობ.
-შეწყვიტე ასეთი კითხვების დასმა თორემ თავს მოვიკლავ
-პირველად გნახე ასეთი, დაბნეული.-იღიმის გოგონა
-სულაც არ ვარ დაბნეული-თავის ჩვეულ გამომეტყველებას წამებშივე იბრუნებს სახეზე, თუმცა ისეთი მტკიცი აღარაა მისი გამომეტყველება როგორიც ადრე იყო
-გეტყობა იუნგი
იუნგი გოგონას პირიდან წარმოთქმული საკუთარი სახელის გაგონებაზე ადგილზევე იყინება, აღარც კი ახსოვს ბოლოს თავისი სახელი ასეთი ტკბილი ხმით ნათქვამი როდის მოისმინა. არა, ახსოვს! დედამისის ნათქვამი მისი სახელი.. დღემდე ყურებში ჩაესმის . მისი დედინაცვალიც კი ეძახის მაგრამ ისე ვერა როგორც ნამდვილი დედა ეძახდა. იუნგი ამის გახსენებაზე შეკრთა და მხოლოდ ახლაღა შეამჩნია რომ ჰანას და დედამისის ხმები ძალიან გავდა ერთმანეთს, ზედმეტადაც კი! ბიჭი ლოყაზე ნაზი თითების შეხებას მოჰყავს გონზე
-კარგად ხარ?-ეკითხება ანერვიულებული გოგონა რომელსაც ნაყინი ძირს უსვრია და ყველანაირად ცდილობდა იუნგის გონზე მოყვანას
-რა..მე, ხო კარგად ვარ ნუ ღელავ
-რა დაგემართა?
-არაფერია, ეს მახასიათებს-სინამდვილეში იუნგის ასეთი რამ პირველად მოუვიდა თუმცა იმის აღიარებას რომ ეს ჰანას ბრალი იყო ნამდვილად არ აპირებდა. მაგრამ მოდი ჩვენ ვაღიაროთ ჰანამ იუნგის ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები შეიტანა რაც თქვენ არც კი დაგესიზმრებიდათ!
-შენი ნაყინი-დანანებით თქვა ბიჭმა
-არაუშავრს მაინც აღარ მინდოდა.. სახლში წავიდეთ? აცივდა..
-წავიდეთ,რათქმაუნდა.-ბიჭი უმალვე ქურთუკსს იხდის და ჰანას აცმევს
-შენ არ შეგცივა?
-ჩემზე ნუ ღელავ
-საჭიროა ვინმემ მაინც იღელვოს შენზე, თუკი ამას თავად არ აკეთებ.-თქვა გოგონამ. ბიჭმა ეს სიტყვებიც კარგად გაიაზრა რათქმაუნდა, თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია. არ უნდოდა გოგონას თვალში სუსტი და თბილი ადამიანი გამოჩენილიყო, თუმცა რაღა აზრი აქვს აქვს თვალთმაქცობას? დღეს მან ისე დაკარგა თავი რომ რამის სიყვარულიც აუხსნა ჰანას.

ბატონო მინ იუნგი! Where stories live. Discover now