Pt. 7

150 13 10
                                    

ჰანა "თავის" ოთახში იჯდა წყნარად და მომხდარზე ფიქრობდა რადროსაც იუნგიმ შეუღო კარი და წინ დაუჯდა.
ოთახში მარადიულმა სიჩუმემ დაისადგურა, არცერთი ხმას არ იღებდა რაც უფრო უხერხულს ხდიდა მათ სიტუაციას.

-რამე გინდოდა?
წყნარი ტონით იკითხა გოგონამ.
-უბრალოდ მარტო ყოფნა აღარ მინდოდა.
-ჯონგუკი?
-საქმეზეა.
-კარგი.. იყავი რამდენხანსაც გინდა.
-შენი ნებართვა არც მჭირდება ეს ჩემი სახლია.
*რა ჯანდაბაა*- გაიფიქრა გოგონამ და გააგრძელა თავისთვის ჩუმად ყოფნა.
-ხმას რატომ არ იღებ? ნერვების მომშლელია როცა ჩუმად ხარ.
-რაგინდა ჩემგან? ცუდ ხასიათზე ხარ? თუ ასე რატომ მელაპარაკები?
-არ მაქვს უფლება?
-არა თუ არაფერი დამიშავებია.
-იქნებ დააშავე?
-რა დავაშავე მითხარი მაშინ

იუნგი დადუმდა, გოგონას მართლაც არაფერი დაუშავებია, ეს უბრალოდ მისი ხასიათია. როცა უნდა მოგეფერება, როცა უნდა გაგინებს, გეუხეშება.. ასეთია იუნგი, ამიტომაც ვერ უგებს ვერავინ საკუთარი თავის და ჯონგუკის გარდა.

-ჩუმად ყოფნა აღარ გიშლის ნერვებს? მისტერ "როგორც მინდა ისე მოვიქცევი".

ჰანამ თვალები აატრიალა და გვერდით გაიხედა.

-მაგ თვალებს კიდევ ერთხელ აატრიალებ და ისე ვიზამ რომ ვეღარ გადმოატრიალო.
-რატომ ხარ ყოველთვის ასეთი უხეში და უგულო?
-ნუ მეპასუხები.
-მინდა და შეგეპასუხები შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ.
-გაკვეთილი ვერ ისწავლე წინაზე პატარავ?
გახსოვდეს, მისტერ "როგორც მინდა ისე მოვიქცევი"-ს ხელში ხარ. ნუთუ ეს საერთოდ არ გაშინებს..?

გვერდულად გაიღიმა იუნგიმ და გოგონას ქვედა ნაწილს ჩახედა, მან კი მაშინვე საბანი გადაიფარა და რამის მთლიანად გაუჩინარდა.

-როგორც ვხედავ გაშინებს. ასე რომ ეგ შენი ლამაზი ტუჩები ერთმანეთს მჭიდროდ დააჭირე და შენი ხმა არ გავიგო, გასაგებია?

შეშინებული გოგონა ხმას ვერ იღებდა..

-გასაგებია მეთქი?!

ბატონო მინ იუნგი! Where stories live. Discover now