გამარჯობა, მე კიმ ჰანა ვარ, 20 წლის. ჩემს თავზე ბევრი მოსაყოლი არაფერი მაქვს. ნუ ვცხოვრობ მშობლებთან ერთად და არ მყავს და ან ძმა. მყავს საუკეთესო მეგობარი ნარი და ისიც 20 წლისაა. სკოლა დავამთავრე და ახლა უნივერსიტეტში ვსწავლობ. შეყვარებული მხოლოდ ერთხელ მყავდა ეგეც სკოლაში მაგრამ სკოლა რომ დავამთავრეთ ვაჟბატონს აიდოლობა მოუნდა ამის გამო კი დაშორება მოგვიწია. აღარც მიყვარს. დაშორების შემდეგ არ მინახავს. კარგი მოკლედ ვსო.
ეხლა უნივერსიტეტში ფეხს ვადგამ და კინაღამ ვილეწები.
მე: ჯანდაბაა!! წყალი რომელმა იდიოტმა დაასხა აქ?
???: ბოდიში ჰანა მე დამესხა.
მე: ოხხ არაუშავს მთავარია გადავრჩი.
ნარის საპოვნელად წავედი და მალევე ვიპოვე, ზედმეტად გახარებული იყო. რა ეტაკა ეხლა?
მე: ოჰ ქალბატონო რა გიხარიათ?
ნარი: მადლობა კარგად ვარ შენ?
მე: ნუ დებილობ და მითხარი რა ხდება?
ნარი: სთრეი ქიდსის კონცერტის ბილეთები ვითრიე.
მე: გილოცავვ!! - გავუღიმე.
ნარი: ხო მადლობა... ხო და.... ხომ იცი როგორ მიყვარხარ?...
მე: რა გინდა?
ნარი: შენც უნდა წამოხვიდე კონცერტზე....
მე: ჰააააააააააააააააააააააააააააა?! - დავიკივლე და ყველა მე მიყურებდა.
ნარი: გთხოვვ რა ყველაფერს შეგისრულებ ოღონდ გამომყევიი.
მე: რაც არ უნდა მითხრა არ გამოგყვები, ვსო.
ნარი: გთხოვ გთხოვ გთხოვ.
მე: წადი მარტო!
ნარი: მარტო ვერ წავაალლლ.
მე: და რატო?
ნარი: იმიტო რო იქ მე გავგიჟდები და ვინმემ უნდა მომასულიეროს.
მე: არა!
ნარი: გევედრები გთხოვ თუ გიყვარვარ.
მე: მიყვარხარ მაგრამ არა.
ნარი: აუუუ გთხოოვვვ. - საწყალი სახით შემომხედა.
მე: ეგ სახე ჩემზე არ იმოქმედებს.
ნარი: რასაც გინდა შეგისრულებ.
მე: ჰმმ... კარგი პირველი სურვილი. უნივერსიტეტის მერე წავალთ და ძაან ბევრს შევჭამთ იმიტო რო მშია.
ნარი: და ისედაც სულ მაგას რო ვაკეთებთ?
მე: ნუ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
ნარი: ხო კაი წავიდეთ.გაკვეთილები დამთავრდა და მივდივართ საჭმელად. იფფ რა კაიაა. მივედით და იმდენი რამე შევუკვეთეთ ალბათ 100 კილოს მოვიმატებ. ვჭამეთ და ეხლა უკვე სახლში მივდივართ, ნარი დღეს ჩემთან რჩება თან ხვალ შაბათია.
მე: და ეგ კონცერტი როდის არის?
ნარი: ზეგ.
მე: ანუ ხვალაც უნდა შემისრულო სურვილები.
ნარი: იეს.
მე: შემდეგი სურვილი. ეხლა შევალთ მაღაზიაში და ვიყიდით ძაან ბევრ რამეს. ვიცი რო ამასაც ვშვებით ხოლმე მარა ისევ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე.
ნარი: ოკეიი.
მაღაზიაში შევედით და ყველაფერი გამოვზიდეთ. ძლივს მივაღწიეთ სახლში.
მე: დეეე მოვედითთ.
დედა: ჩემი ლამაზები. უი ჰანა სხვათაშორის შენი ოთახი ძალიან არეულია და მიალაგე. ვიფიქრე მე მივალაგებ თქო მაგრამ მერე დამიწყებდი ეს იქ რატო დადეო და ესეთებს ამიტომ შენით ქენი.
მე: ოკეი მივალაგებ.
ოთახში ავედით ჩვენი პარკებიანად.
მე: ჰმმ ნარი მგონი ჯობს შენ ოთახის მილაგება დაიწყო.
ნარი: ეგეც სურვილია ხო?
მე: იეს.
ნარი: ეჰჰ კაი.
ნარიმ ოთახის მილაგება დაიწყო მე კი აბაზანაში შევედი და გამოვიცვალე. მალევე მორჩა ნარი მილაგებას და ფილმის ყურება დავიწყეთ.