ჰიუნჯინი: ეჰ მე უნდა წავიდე. ამაფეთქეს.
მე: იცოდე არ ივარჯიშო ბევრი.
ჰიუნჯინი: კაი.გაიღიმა და ლოყაზე მაკოცა, მერე უცებ გავარდა სახლიდან, მე კიდე დამტოვა ესე გამოშტერებული. სახეს აღარასდროს არ დავიბან. ფუ ჩემი რა დებილივით ვიქცევი. კარი ჩავკეტე და დივნისკენ რომ მივდიოდი კიდე კაკუნი გავიგე. ეხლა ვინღაა. გავაღე და დედაჩემი და მამაჩემი დგანან კარებთან ვიღაც უცხო გოგოსთან ერთად, სადღაც 17-18 წლის იქნება. ვინაა ეს?
მე: დედა? მამა? რა ადრე ჩამოხვედით.
დედა: ჰანა დაჯექი რაღაც უნდა გითხრათ.
მამა: ყოველი შემთხვევისთვის წყალი ახლოს გქონდეს.
მე: მაშინებთ.შემოვიდნენ, კარი დავკეტე და დივანზე დავჯექი, იქვე ახლოს მაგიდაზე წყალი დავდე.
დედა: ჰანა ჩვენ...
მე: ჰე იტყვით ეხლა რა ხდება?
მამა: ჰანა ჩვენ ეს გოგო ვიშვილეთ.
მე: რააააა?! - ბოლო ხმაზე დავიკივლე.
დედა: მას ემა ქვია. 18 წლისაა.ნერვები მომეშალა და არაფერი არ ვთქვი, ოთახში გავიქეცი. 20 წელია მშვენივრად ვცხოვრობ დის ან ძმის გარეშე და რაღა ეხლა მოუნდათ. აუუუუუ რაა.
1 საათია უკვე ოთახში ვარ დებილივით და მომშივდა. ნუ მომიწევს ჩავეგდო დაბლა.
ჩავედი და სამზარეულოში შევედი. ყველა იქ იყო. დავაიგნორე ყველა და მაცივრიდან სენდვიჩი გამოვიღე. კარებისკენ წავედი და დედაჩემმა დამიძახა.დედა: ჰანა არ გინდა აქ ჭამო და ვილაპარაკოთ?
მე: არა.ოთახში ავედი და წამებში გადავსანსლე საჭმელი. თავი ვურტყი კედელს იმის გამო რო წყალი მომინდა და ისევ დაბლა ჩასვლა მიწევდა მაგრამ მერე დავინახე რო მაგიდაზე იდო. აუ მოვიწყინე... ჰიუნჯინს დავურეკავ. წლების მერე ძლივს მიპასუხა.
მე: ჰიუნჯინ ხომ იცი როგორ მიყვარხარ.
ჰიუნჯინი: რა მოხდა?
მე: ძაან გთხოვ აი გეფლიზები პარკში გამოდი რა.
ჰიუნჯინი: მაგას თხოვნა რათ უნდა მერე?
მე: მე მეგონა არ გეცალა..
ჰიუნჯინი: არა მცალია და 10 წუთში მანდ ვიქნები. სახლთან მოგაკითხავ თუ გინდა.
მე: კაი თან რაღაც უნდა მოგიყვე.
ჰიუნჯინი: ვაა მაშინ უფრო მალე მოვალ.
მე: ოკეი.