Part 1

21 4 1
                                    

ლისა: ის რომ არასასურველ ოჯახში დავიბადე Ჩემი დანაშაული არ არის. ჩვენ არ ვირჩევთ ოჯახს, ოჯახი გვირᲩევს Ჩვენ. საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ძნელია მაშინ როცა ისინი შენგან რადიკალურად განსხავდებიან. თუკი ვინმემ შეგნიშნა რომ შენ აქაურობის ნაწილი არ ხარ ან მაᲗ არ ემორჩილები, ეცდებიან გაგანადგურონ და გაგთელონ, მაშინაც კი თუ შენ მათთვის არაფერი დაგიშავებია.
დედამ დიდი ხანია რაც აქ სრულიად მარტო დამტოვა. საშინელებაა, ის ტკივილი რომელიც მისმა სიკვდილმა მომაყენა. მხოლოდ მის გამო ვცოცხლობ, იმიტომ, რომ მისი თითოეული დაღვრილი სისხლის წვეთი მამაᲩემს სანანებელი გავუხადო. მკვლელს რომელიც ჩემთან ახლოსაა, ძალიან ახლოს. ის ვინც ცდილობს მეც მის მხარეს გადამიყვანოს. ნეტავ იცოდეᲗ როგორ არ მიყვარს ეს სამყარო. როგორ მინდა გავქრე. არც სკოლა და ადამიანები არ მიყვარს. მის Შემდეგ რაც დედა დავკარგე ᲩემᲗვის ყველაფერი განაცრისფრდა. ის დᲦეები მახსენდება როცა დედას ყველგან დავყავდი, ერᲗხელ ბაᲦᲨი დააგვიანდა და სულ ბოდიᲨებს მიხდიდა. *ტიროდა და ამ ყველაფერს სარკეᲨი ამბობდა* სულ სასეირნოდ დავყავდი და რასაც ვეუბნებოდი ყველაფერს მყიდულობდა... მე მისგან ერᲗხელაც არ მიგვრᲫნია Თავი დაუცველად ან დაᲩაგრულად, მისგან სულ სიᲗბოს ვგრᲫნობდი, რომელიც ახლა Ძალიან მაკლია...

მას არასდროს ვემორჩილები და არც ვაპირებ დავემორᲩილო. მან იცის რომ ჩემი შეცვლა ძნელია, თუმცა ამ ფაქტს არ ეგუება. ყველა შეკამათებაზე გამოსავალი მხოლოდ ჩემი სხეულის დალურჯებამდე ცემაა, სწორედ მისი წყალობითაა ჩემს სხეულზე მუდმივად სილურჯე, ამის გამო სკოლაᲨი სულ მაᲦალყელიანი მაისურებიᲗ და ჰუდებიᲗ დავდივარ, მაგრამ ამასაც შემიძლია გავუძლო, მაგრამ მიღირს იმ ყველაფრად, რომ ერთ დღესაც მის გამწარებულ სახეს დავინახავ და ეს ყველაფერი იმდენად მომანიჭებს ბედნიერებას რომ ჩემი ყველა მოუშუშებელი ტკივილის წამალი გახდება. Ძალიან მინდა მის სახეზე უბედურება და გამწარება დავინახო, მინდა ერᲗხელ მაინც ეტკინოს მას Ჩემზე მწარედ, ამის უკვე დიდად აᲦარც მჯერა, მაგრამ ყველაფერს გავაკეᲗებ მისი ამ სახის დანახვისᲗვის. ახლა კი ბოდიᲨი, მაგრამ უნდა წავიდე, გპირდები, როცა მოვალ ყველაფერს მოგიყვები. *ჰუდი Ჩაიცვა და სასწავლებელᲨი წავიდა*

 სხვადასხვა ადამიანი ნიᲦბის უკანWhere stories live. Discover now