თავი 1 - მეი

228 12 0
                                    

თავი 1

მეი

-ლენა, ვაგვიანებ! - ორშაბათ დილას, ახალ წლამდე ზუსტად სამი დღით ადრე, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ შობის დღესასწაულის ხალისს და მოგონებებს ვერ ვივიწყებდი, ეს არეულობა შეუფერებელი და ძალიან უაზრო მეჩვენებოდა.

-მეც ვაგვიანებ ჯანდაბა. - ფანჯრიდან გავიხედე, კი ვნატრობდი დღეს მაინც არ ყოფილიყო შემზარავი თოვლი და ქარი, მაგრამ ნიუ-იორკში ზამთრის დადგომა და თოვლიანი ქუჩები, კლიენტებით გადატვირთული კაფეები თავიანთი ცხელი ყავის და ჩაის მოლოდინში, დღეების განმავლობაში დაგროვილი თოვლი ბარდიულებზე და რაც მთავარია, მიწისქვეშა ტრანსპორტში ნორმალურზე გადაჭარბებული ხალხმრავლობა ეთი იყო.

მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს მე და თოვლი საუკეთესო მეგობრები ვერ ვიქნებოდით, იმის მიუხედავად რომ ზამთარი ჩემი საყვარელი სეზონი გახლდათ.

განსაკუთრებით არ მიყვარდა ლამაზ დღეებს არეულობით რომ ვიწყებდი, ზოგადადაც არ გამოვირჩეოდი არეულობით, მაგრამ ზამთარში და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით არ შემეფერებოდა მოუმზადებლობა და ქაოსი.

დღეს დიდი დღეც იყო, ყველა სხა სიკეთესთან ერთად. ჩემი პატარა და, ლენა თეატრალური სკოლის გამოსაშვებ წელს ხურავდა და ბოლო ზამთღის აღსანიშნავად სპექტაკლი ჰქონდათ, თეატრის სკოლა მისთვის იმაზე მეტს ნიშნავდა ვიდრე ზოგადად ვინმე იფიქრებდა. განსაკუთრებით მაშინ როდესაც მისი მომავალი და კარიერა აუცილებლად, კითხვის ნიშნის გარეშე მსახიობობა დიდ ეკრანზე ან ბროდვეის სცენაზე იყო. ორივე თუ იქნებოდა მით უკეთესი.

მე კი, როგორც მხარდამჭერი უფროსი და, აუცილებლად უნდა გამოვცხადებულიყავი მის ბოლო სპექტაკლზე, ის ხომ მთავარ როლს ასრულებდა გრინჩის სასცენო ადაპტაციაში, სინდი ლუს თამაშობდა. უკვე ვახსენე რომ ახალი წელი და შობა ჩემი საყვარელი დღესასწაულებია, ჰოდა ალბათ მარტივი მისახვედრია ის რომ გრინჩი – რაღა თქმა უნდა, ერთ-ერთი განსაკუთრებულად ძვირფასი ფილმია ჩემთვის.

ღამე ორისთვისWhere stories live. Discover now