თავი 7 - ბრიჯერი/მეი

64 7 3
                                    


ბავშვობაში მდიდრული არდადეგები, ფერადი ბედნიერებით განათებული ნაძვის ხე და რაც მთავარია თბილი გარემო არ მაკლდა ხოლმე. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ბედნიერებას ვერ ვგრძნობდი.

ისეთი ბავშვობა მქონდა ბევრისთვის სანატრელი რომ იყო, მაშინვე ვიცოდი როგორი იღბლიანი ვიყავი ამის გამო, მიყვარდა ის სახლი სადაც გავიზარდე და ყველაფერი ის რაც ჩემი მშობლების ფულის დამსახურებით გამოვცადე.

ბევრი განსაკუთრებულად გამორჩეეული მოგონება მახსენდება ჩემი ბავშვობიდან, ახლა ზუსტად იგივე გრძნობა მეუფლება რაც ბავშვობაში შობის და ახალი წლის აღნიშნვის დროს. ლენა სცენაზე შეუდარებელი აურით და ლამაზი, აუღლვებელი ღიმილით იდგა. მისი ხასიათი წმინდად ასახავდა ყველაფერს რაც მეიმ მასზე და მსახიობობაზე თქვა.

მაგრამ განსხვავება ჩემს ბავშვობასა და ახლანდელ შეგრძნებას შორის ის არის რომ, ბედნიერებას ისე ვგრძნობდი როგორც მეის ჩემს გვერდით. უცხო შეგრძნება მეუფლებოდა, მინდოდა მეტად ჩავღრმავებოდი მაგრამ სცენაზე მიმდინარე ამბები არ მაძლევდა უფლებას მომენტს გავქცეოდი.

-შეხედე, თვალებით ჩვენ გვეძებს. - გაიცინა მეიმ და განათებული მზერით შემომხედა. სცენაზე ლენა შეუმჩნევლად აცეცებდა თვალებს აქეთ-იქეთ, თან სინდი-ლუს სიტყვებს ამბობდა. მეის რომ არ ეთქვა ვერც შევნიშნავდი ლენას თვალთვალს.

-მეი, მინდა მადლობა მოგიხადო ყველაფრისთვის რაც დღეს გააკეთე ჩემთვის და ჩემი კომპანიისთვის. - ხელი ხელზე დავადე, პროფესიონალურ და სამსახურეობრივ თვალში სამადლობელ ჟესტად ჩაითვლებოდა, სინამდვილეში ფიზიკური კონტაქტისთვის უკვე ბოლო რამდენიმე საათი მიზეზს ვეძებდი.

-პირადი მოტივების და სამსახურის ერთმანეთში არევა არ მჩვევია, მაგრამ მგონი ყველაფერი კარგად მიდის. - მანაც ხელი ჩამჭიდა და ჩემდა საკვირველად არ გაუშვია.

ღამე ორისთვისWhere stories live. Discover now