თავი 6 - ბრიჯერი

71 7 0
                                    

მამაჩემის ახალგაზრდობის ისტორიები რომ მოგესმინათ რაღაც ისეთს მოგიყვებოდათ, ახლა რომ ხდება.

მე, მეი ალდერტონის თვალებში ჩაძირული, მისი ლამაზი სახე, ოდნავ შეწითლებული და სხეული რომელიც ჩემსკენ ჰქონდა მოტრიალებული. ერთი ნაბიჯიღა მაკლდა საოცრად არაპროფესიონალური რამ არ მეკითხა და სწორედ მაშინ გამოჩნდა, როგორც მერე მივხვდი ლენა ალდერტონი.

სწორედ ისეთი იყო როგორსაც ველოდი. ზუსტად ისეთი პირველი ეფექტი მოახდინა ჩემზე როგორსაც მეი ყვებოდა და ზუსტად ვიცოდი, ეს ველაფეერი ან დიდი ქაოსით დასრულდებოდა ან დიდი სასწაულით. 

-არა, ჯერ არა, ერთი – ორ წელში დრამეში რომ ვიქნები გახვეული, მაგის თქმის უფლება მერე შეგეძლება. - კეკლუცად გაგვიღიმა ლენამ. - ამ ბიჭს არ გამაცნობ?

-კარგი, ბრიჯერ გაიცანი, ჩემი და და შენი კანდიდატი ლენა ალდერტონი, ლენა ეს ბრიჯერია, შეგიძლია სკაუტად ჩათვალო.

-სკაუტი? ზოგადად სკაუტთა ჯგუფი მუშაობს ხოლმე მსგავს პროექტებზე, მაგრამ ლენა, შენს გამო საკუთარ თავზე ავიღე ყველაფერი.

-რა? ამიხსნით რა ხდება? - ლენას სახე შეეცვალა, მგონი ხვდებოდა რომ მისი და არ ხუმრობდა, მე კი ძალიან სასიამოვნოდ და კომფორტულად მიმაჩნდა ჩვენი გაცნობა და პირველი შეხვედრა. დაძაბულობის გარეშე.

-ბრიჯერი კომპანია SOBYENT -ის პრეზიდენტია.

-რა? - ლენას ღიმილი სახიდან ცამორეცხა.

-ჰო, გარკვეული მიზეზების გამო წლევანდელი პროექტი ჩაშლის ზღვარზე დგას. - მე დავასრულე მეის წინადადება.

-მერე?

-მერე ის რომ, მეიმ შენი კანდიდატურა შემოგვთავაზა ახალ დებიუტანტ მსახიობად.

-არა, კაი მეი, სასაცილოა, მაგრამ გულს მტკენ ასეთი ხუმრობებით. - მწარედ ჩაიცინა ლენამ. მე კი ჯიბიდან ჩემი სავიზიტო ბარათი ამოვიღე, მას გავუწოდე და როდესაც ხელის კანკალით გამომართვა მივხვდი როგორ ანერვიულებულიყო.

ღამე ორისთვისWhere stories live. Discover now