თავი 4 - ბრიჯერი

77 11 0
                                    

თავი 4 

ბრიჯერი

მეი ალდერტონი ჩემი ფავორიტი ადამინაი გახლდათ. კი ველოდი მისგან იმედის მომცემ წინადადებებს, უსაფრთხო მაგრამ ეფექტურ იდეებს, მაგრამ მსახიობის კანდიდატსაც თუ შემოგვთავაზებდა ვერც კი წარმოვიდგენდი. 

ბედიწერას მივაწერე ეს გოგონა, მისი ლამაზი სახით და ნიჭიერი გონებით.

მოტივირებულმა და იმედით აღსავსემ, მაშინვე საქმეზე გადავედი. 

-რამდნიმი წლისაა შენი და?

-ოცდაერთის, მუშაობს დაბალკლასელების გიდად და ასევე სკოლაც უხდის გრანტს. არ ვაჭარბებ, მისით აღფრთოვანებული დარჩებით, თუ გასაუბრებაზე დამთანხმდებით.

-მოსწავლესთან კონტრაქტის დადება ცოტა სარისკოა მაგრამ, ახალგაზრდა ასაკიდან ჩვენთან მუშაობა დიდი მოგებაა ჩვენთვის. - ხაზი გაუსვა მენდიმ. 

არადა, არც ვაპირებდი არანაირ უარყოფას. მეი ალდერტონის შემოთავაზებამ სრული კატასტროფისგან მიხსნა.

-ამ საღამოს შენს დასთან გასაუბრებას დავნიშნავს, რაც მალე მით უკეთესი. 

-დღეს საღამოს შეუძლებელია, თეატრალური დადგმა აქვს უნივერსიტეტში, მთავარ როლს ასრულებს. გასაუბრებასთან ერთად მოქმედებაში რომ ნახოთ მისი მსახობობა? დღეს საღამოს მობრძანდით მისი თამაშის სანახავად, შემდეგ მოგვიანებით ოთხივე ერთად დავსხდეთ და გასაუბრებაც ეს იქნება. - მისი შემოათავაზებები ერთამენთზე უკეთესი ხდებოდა. ეს გოგო საუკეთესოთა შორს საუკეთესო გახლდათ.

-მშვენიერი. ჩემს ტელეფონის ნომერს და მეილს დაგიტოვებთ, თანახმა ვარ მე გადავიხადო ჩვენ სამის ბილეთებში, იმდენად გამახარე შენი შემოთავაზებით, ყველაფერს გავაკეთებ რომ ამ იდეამ შედეგი გამოიღოს. 

-ძალიან კარგი, სახვათაშორის დადგმიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

-საღამომდე, მეი ალდერტონ. - მის ნაზ ხელს ვაკოცე, მინდოდა მესინჯა მისი ტუჩებიც ასეთი ნაზი იყო თუ არა.

-საღამომდე, ბრიჯერს ოლსენ, ქალბატონო მენდი. - მე მორცხვად გამიღიმა, მენდის კი თავაზიანად დაუკრა თავი. 

კმაყოფილმა დავტოვეთ კომპანიის შენობა, მენდიც კი იღიმოდა, მისი მარადჟამს სერიოზული გამომეტყველების მიუხედავად.

-მასთან ფლირტი არ გაბედო, ბრიჯერ. საქმე არ გააფუჭო. თუ მისი და ისეთი კარგია როგორც მეი ამბობს, მომდევნო რამდნიმე წელი მასთან შეუწყვეტელი კონტაქტი მოგვიწყევს და არ გვაწყობს პირადი გრძნობებების გამო ეს შესანისნავი საქმე და ამ გოგონას მომავალი კარიერა გავაფუჭოთ.  - გამაფრთხილა მენდიმ. 

-გპირდები, ისეთს არაფერს გავაკეთებ მეის რომ არ სურდეს. თუ რამე გვექნება ეს მასაც ენდომება. 

-გამორიცხული არ არის. - ახლა ჩემი აღტაცების ჯერი დსდგა.

-რა? რატომ, რამე შეატყე?

-კი, შენ რომ ვერ უყურედბი, არ შემატყოს რომ ვაშტერდებიო თვითონ საერთოდ არ მორიდებია შენი კარგად შეთვარიელება. ვნება თვალებში ეწერა. ბრიჯერ გაფრთხილებ, ამ საქმის გაფუჭება რომ გაბედო ვერ გადამირჩები.

-ანუ მასაც მოვეწონე. - გული სიხარულისგან ამიჩქარდა, სკოლის მოსწავლესავით ვიყავი, გოგოს  ღიმილს და ინტერესს კარგა ხანია ასე არ გავუხარებივარ.

მეი ალდერტონი ჩემში ჯერ არ განცდილ გრძნობებს იწვევდა, აქამდე მეგონა რომ მსგავსი გრძნობები შემაშინებდა, მაგრამ ახლა როდესაც მათ სინამდვილეში განვიცდიდი, გახარებული ვიყავი და გული მოლოდინით მქონდა სავსე, აღტაცებული ვიყვაი.

საღამომდე მეი ალდერტონ.

ღამე ორისთვისWhere stories live. Discover now