დილას ლენას წივილმა და პანიკამ გამაღვიძა, საათი ჯერ რვას აჩვენებდა, მე დრო მქონდა აი ლენა კი ლექციაზე აგვიანებდა.
-გუშინ იმდენი დამალევინე მაღვიძარის დაყენება დამავიწყდა, ღმერთო მეი, რომ გავაცდინო შენ გადაიხდი.
-გადმობრალებებს შეეშვი და გაემზადე.
-დღეს ბრიჯერმა რომ არ დაგირეკოს ანუ არ მოვეწონე ხო?
-დამირეკავს. და უკვე აგირჩია ნუ ნერვიულობ.
-წავედი მე და როგორცკი რამეს გაიგებ დამირეკე, გეფიცები მეი რამე პატარა სიახლეც და ეგრევე შემატყობინე.
-ხო გავიგე, საღამომდეე - გავძახე უკვე კარიდან გამავალს. გარეთ ისევ თოვდა, ქარი ქროდა, სადღაც არც თუ ისე შორიდან კი პოლიციის სიგნალი ისმოდა.
***
სამსახურში მისულს ბრიჯერის დანახვამ გამაკვირვა, ჩემს ოფისში რომ იჯდა და იტერესით მისჩერებოდა მაგიდაზე დაწყობილ წიგნებს. როდესაც შემამჩნია ღიმილით ამომხედა, ამათვალიერა და ისევ ღიმილით განაგრძნო წიგნის უკანა ყდის კიტხვა.
-დილა მშვიდობის მეი.
-გამარჯობა ბრიჯერ.
-მურაკამი მოგწონს? - მკითხა წიგნზე, მურაკამი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი იყო, იმის მიუხედავად რომ მისდამი ბევრი პრეტენზიებიც მქონდა.
-მისი წიგნები ძალიან მრავალფეროვანია, სასიამოვნო წასაკითხია.
-მინდოდა ამ კვირისთვის გეგმა შეგდგინა, ლენასთან შეხვედრები და უკვე მომზადება რომ დაგვეწყო. ცოტა დროა პრეზენტაციამდე.
-გინდათ რომ დღესვე დაიწყოთ მასთან მუშაობა? - ლენა აგიჟდებოდა, მაგრამ ლექციების გაცდენა ამ ყველაფრად ნამდვილად უღირს.
-კი, დროის დაკარგვა აღარ გვინდა. მის ლექტორებს ჩემი გუნდი შეატყობინებს ყველაფერს, პრეზენტაციამდე ლენა ლექციებს ვეღარ დაესწრება. - მაშინვე საქმეს შევუდექით, ლენაც შემოგვიერთდა მენდისთან ერთად და დანარჩენი ბრიჯერის ჯგუფიც ჩვენ გველოდებოდა.
მთელი დარჩენილი დღის განმავლობაში ბრიჯერი თვალს არ მაშორებდა, ვიცი ისედაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვქონდა აგრამ მისი მზერა სხვა რაღაცას მიმასწავლიდა.
***
მეორე დღეს საქმე უკვე დაწყებული გვქონდა, ლენა გადაღებებზე იყო დაბარებული, ფოტოსესია ჰქონდა და ტესტ შუთები. მე ივენთი მქონდა დასაგეგმი, ბრიჯერი და მისი თანაშემწე კი ხან რას აგვარებდნენ და ხანაც რას.
-დილა მშვიდობის მეი, არაჩვეულებრივად ამოიყურები.
-დილამშვიდობისა ბრიჯერ, ტავადაც არაჩვეულებრივად გამოიყურები.
-მეი მისნიმე, ვიცი ყველა ჩვენგანს საქმე თავზე საყრელად გვაქვს მაგრამ ამაღამ ამ ყველაფრის და რაც მტავარია, ჩვენი და ლენას კოლაბორაციის აღსანისნავად იქნებ სადმე დაგველია და გემრიელი ვახსამი გვეჭამა.
/არაჩვეულებრივი იდეაა, ვეტყვი დანარჩენებს და პატარა კორპორატიული ვახშამი დავჯავშვნოთ სადმე რესტორანში.
-არა ვერ გამიგე, მე და შენ გავიდეთ, მარტო.
-მე და შენ?
-ჰო, მე და შენ.
-პაემანზე მეპატიჟები, ბრიჯერ?
-შენნაირი არაჩვეულებრივი გოგო ხელიდან რომ გავუშვა გიჟი უნდა ვიყო.
-სამუშაო დღის ბოლოს გეტყვი პასუხს, შეხვედრამდე. - უცბად დავემშვიდობე და მოულოდელობით გაკვირვებული შევვარდი ჩემს ოფისში.
სამუშაო დღის ოლოდმე ფიქრი არ მწირდებოდა, ისედაც თანხმოის დათანხმებას ვაპირებდი მაგრამ მაინტერესებდა რამდენად სერიოზულად იქრობდა ბრიჯერი ჩვენს პაემანზე.
ამ გადატვირთული დღის მერე თუ მაინც ენდომეოდა ჩემთან ერთად სადმე ვახშმობა, ესეიგი ისიც ისევე ყოფილა დაინტერესებული ჩემში ოგორც მე მასში.
![](https://img.wattpad.com/cover/328754379-288-k905747.jpg)
YOU ARE READING
ღამე ორისთვის
Roman d'amourნოუ-იორკის ცივი ზამთარი, მეის და ბრიჯერის რომანი, ცხელი ღამეები და სადღესასწაულო განწყობა ☃️ იმედია ისიამოვნებთ. workspace romance, friends to enemies to lovers, romcom vibes, christmas and new year. mature content. +18, რომანი, მხატვრული ნაწარმო...