მე, შენ და დაისი.

54 8 3
                                    

აივანზე მჯდარი ორი სხეული. ერთი სხეულის თვალში მხოლოდ მზის ჩასვლის სიუჟეტი იყო აღბეჭდილი, მეორე სხეულის თვალში კი მზის ჩასვლისკენ მიპყრობილი ძვირფასი ადამიანის თვალები, სახე და სხეული...
სხეული, რომელსაც მზის მკრთალი ნათება დაკრავს, ლამაზი, ვარდისფერი სხივი რომლის ყურებისას სითბოს გრძნობ, მაგრამ საკითხავია, ეს სითბო მზის სხივის დამსახურება იყო თუ იმ ძვირფასი სხეულის, რომელიც მეორე სხეულისათვის ნელ-ნელა ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა.

აზრთა თავშეყრა.Where stories live. Discover now