მომავალი.

22 6 6
                                    

გოგონა მაგიდასთან ზის და წინ გადაშლილ წიგნებს უყურებს.

რა იქნება მისი შრომა წყალში თუ ჩაიყრება?

რა მოხდება თუ იმ შედეგს ვერ დადებს რაც მის მშობლებს უნდათ?

თავისი ნება, რომ იყოს სრულებით არ ჩააბარებდა წელს.

მაგრამ ხალხმა რომ გაიგოს არ/ვერ ჩააბარაო, ალბათ თავსაც მოიკლავენ გოგონას მშობლები ან პირდაპირ გოგონას მოკლავენ.

რა მოხდება, თუ გრანტს ვერ აიღებს? უფასო სასწავლებელში კი ქულები არ ეყოფა?

რა მოხდება, მომავალი თუ თავზე დაენგრევა?

რა მოხდება, თუ ერთ წელს გამოტოვებს და მთელი სანათესაო ამაზე ილაპარაკებს?

საშინელებაა.  საშინელი რეალობა და პრობლემა, რომელიც მხოლოდ ერთეულობით ბავშვს არ აქვს. 

იქნებ არ სურს გოგონას იქ ჩაბარება სადაც აპირებს, მაგრამ უწევს, რადგან სხვა გზა არ აქვს?

მაგრამ ტყუილია. სხვა გზა ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ადამიანები, თვითონვე იჭრიან ამ გზას და ცდილობენ თვალი არ გაუსწორონ.

ცდილობენ, ბრძოლა არ წამოიწყონ და მშრალად გამოძვრენ, იმის მაგივრად, რომ მათი მიზნებისთვის ზღვები და ოკეანეები გადაცურონ, უბრალოდ ნაპირზე ზიან და სხვები როგორ ცურავენ იმას უყურებენ.

უყურებენ და ადანაშაულებენ იმაში, რაც სინამშვილეში მათი ბრალია.

რა მოხდება, გოგონა მისი მიზნებისთვის თუ დაიწყებს ბრძოლას? დაიკიდებს მის სანათესაოს, ოჯახს და ამ ყველაფერს უკან ჩამოიტოვებს?
რას მიიღებს ამით?

მშობლების ტირილს. იმის მაგივრად, რომ გაუხარდეთ, საკუთარმა ქალიშვილმა, მისთვის სასიკეთო და საბედნიერო გზის არჩევა, რომ შეძლო.

მშობლების იმედგაცრუებას, რადგან შვილმა არ დაუჯერა და იმ გზას დაადგა, რაც მისთვის მიუღებელი იყო.

ალბათ გოგონასთვის საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი მშობლებია, რადგან ყველაფრისდა მიუხედავად მათ წინააღმდეგ ვერ მიდის და ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ მათ ასიამოვნოს.

უნდა ეს თუ არა.

შეუძლია ეს თუ არა.

აზრთა თავშეყრა.Where stories live. Discover now