დაუვიწყარი მომენტი.

32 7 1
                                    


ორი სხეული ხალხით სავსე ოთახიდან იპარება და განმარტოებით, სიცარიელით აღსავსე ოთახში შედიან.

- ნუ მიბრაზდები. - ეჩურჩულება მოკლეთმიანი. - მაპატიე.

- რის სანაცვლოდ? - თავს გვერდით ატრიალებს გრძელთმიანი.

მოკლეთმიანის სხეული გრძელთმიანის სხეულს უახლოვდება და ყელში მსუბუქად კოცნის.

- მარტო ეგ არ გიშველის. - ზევიდან უყურებ გაბრაზებული სახით, მასზე რამოდენიმე სანტრიმეტრით დაბალ სხეულს.

სხეული ზევით იწევა და მეორე სხეულის რბილ ტუჩებს ჰკოცნის.

- მაქსიმუმ ხმა გაგცე. - ღიმილი ეპარება ვარდისფერ ტუჩებში.

სხეული ისევ ზევით იწევა და კიდევ ერთხელ ჰკოცნის მეორე სხეულს, რომელიც საპასუხოდ პატარა კოცნას უბრუნებს.

- გავიდეთ? - იღიმის კმაყოფილი გრძელთმიანი სხეული. - ტუჩსაცხი ხომ არ დამატყე? - ღიმილი უკვე სიცილში გადასდის.

ორი სხეული ერთმანეთის ტუჩებს ახლა თითებით ეხება და ცდილობენ მათი სიყვარულის კვალი წაშალონ, რადგან არ გამოიჭირონ.

ოთახიდან სიცილით გადიან და ხალხში ისე ერევიან, თითქოს მეგობრობის გარდა სხვა რაიმე გრძნობა აკავშირებდეთ.

აზრთა თავშეყრა.Where stories live. Discover now