მატყუარა.

19 6 0
                                    


"არ მოხდება ისე რომ დაგივიწყო. ყოველთვის გვექნება კონტაქტი. არაფერს შეცვლის ეს ჩვენს ურთიერთობაში. "

თავიდან მართლაც ასე იყო. დაახლოებით 1-2 თვე, მაგრამ შემდეგ? შემდეგ სად წაიღე შენი დაპირება?

იძახდი, რომ არ გსურდა ურთიერთობა. ურთიერთობა, რომელსაც არც გთხოვდი, არც მსურდა.
იძახდი, რომ მზად არ იყავი, მაგრამ მოგწონდი.

ყველაზე დიდი ტყუილი იყო ჩვენს ურთიერთობაში. არა, არა, ყველაზე დიდი ტყუილი თვითონ ჩვენი ურთიერთობა იყო.

იცოდი, ძალიან კარგად იცოდი, რომ მომწონდი. მთელი ორი წელი მშვენივრად მალავდი ამას ჩემგან, რაც მე ვერ მოვახერხე, მაგრამ ვცდილობდი დამემალა, რადგან ჩვენი ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო.

მაგრამ რატომ ამოხეთქე მაინც? რატომ ვერ იკმაყოფილებდი შენს ეგოს?

შენ დამაძალე, გსურდა თავი უკეთ გეგრძნო ჩემგან წარმოთქმული "მომწონხარ" "მიყვარხარ"-ით. ვიცოდი, რომ ეგოისტი არსება იყავი, ვხვდებოდი, მაგრამ ვერ გეშვებოდი.

და შემდეგ რა მოხდა?

აჰაჰაჰაჰაა.

გოგოზე მომწერე.

შენ მე მომწერე. ვიღაც სხვაზე, მაგრამ ის ჩემი მოსახელე იყო.

მეგონა დამცინოდი.

მეგონა ასე ძალიან არ გიყვარდი.

მაგრამ მე ისევ დავთმე ყველაფერი, გადავაბიჯე ჩემს თავს და შენს გრძნობებს ვისმენდი, გეხმარებოდი და რჩევებს გაძლევდი.

ეგოისტი იყავი.

ძალიან ეგოისტი.

იძახდი, რომ ჩემი ცუდად ყოფნა არ გსურდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდი იმისთვის, რომ ცუდად ვყოფილიყავი.

შენ მიმატოვე.

დარჩენას არც გთხოვდი, მაგრამ ისე წახვედი, რომ უკან მოსაბრუნებელი გზაც არ დაიტოვე.

იქნებ კარგია? მაგრამ თავს კარგად, რომ ვერ ვგრძნობ? რამდენი ერთი წელი გადის?
ყოველდღე თუ არა თვეში ერთხელ მაინც მენატრები.
როგორც დღეს. მომაწვება და მსურს გელაპარაკო.

ადრინდელივით რჩევები მომცე, ვიცინოთ, შენს ხუმრობებზე ვიცინოთ, რომელსაც ვერ ვხვდებოდი, შენ კიდევ მიხსნიდი და შემდეგ ამაზე უფრო ვიცინოდით. 

მინდა ისევ გაგიზიარო ჩემი ფიკები, მითხრა რას შეცვლიდი.

მინდა ისევ ჩემს უკან იჯდე და გვერდით გამათბობელს ზუსტად შუაზე 11x11ზე ვიყოფდეთ.

იცი? იმ დღეს დედაჩემმა ის ფურცელი იპოვა ჩამთის ჯიბეში.
ზუსტად ის ფურცელი სადაც ხელშეკრულება გააფორმე, რომ გამათბობელს ზუსტად შუაზე გავიყოფდით. ზუსტად 11x11ზე. მე თანახმა არ ვიყავი, რადგან შემეძლო შენთვის მთლიანად დამეთმო ის გამათბობელი, ჩემს მაგივრადაც შენ მოაწერე ხელი, ის ფურცელი კი მე გამომატანე.

რისთვის? იმისთვის, რომ ოდესმე მომგონებოდი და მომნატრებოდი?

მინდოდა ათასში ერთხელ მაინც მოგვეკითხა ერთმანეთი, მაგრამ შენ გამოწერა გააუქმე ინსტაგრამზე, რა სასაცილოა.
ჩვენი ურთიერთობიდან აღარაფერი აღარ დარჩა.

ურთიერთობიდან, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა და მიხაროდა.

შენ არ იცი, როგორ ვცდილობდი დამემალა და გულში ჩამეკლა.

შენ ვერ დააფასე.

მიმატოვე.

მომატყუე.

საბოლოოდ კი სამუდამოდ გაქრი.

საბოლოოდ ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ არა გონებიდან და გულიდან.

ალბათ რამდენიმე წლის შემდეგაც ასე გაგიხსენებ? მაშინაც მომენატრები?

შენ? შენ გენატრები? იმის შემდეგ ერთხელ მაინც მოგნატრებივარ?

სამწუხაროა, ჩვენი მეგობრობა ჩემი უაზრო გრძნობის და შენი ეგოისტობის გამო, რომ დაგვენგრა.

აზრთა თავშეყრა.Where stories live. Discover now