6

145 17 3
                                    

როგორ მძულდა ეს მბჟუტავი თეთრი ნათება რომელიც მარტო ჩემთვის ბჟუტავდა. მოვლენებს ფრაგმენტებად აღვიქვამდი და ვიღაცის თბილ ხელს არ ვშორდებოდი, თითქოს ის იყო ერთადერთი ხიდი რეალობასთან. ტკივილს არ ვგრძობდი, აგონიაში ჩავარდნილს მხოლოდ ტყის სურნელზე შემეძლო ფიქრი, და მაინც რამდენად გამორჩეული იყო ის, სამყაროსგან მოწყვეტილი მხოლოდ ამ სურნელსა და ამ სურნელის პატრონის მკლავს ვიყავი ჩაჭიდებული.

როგორ მძულდა ეს თეთრი თვალისმომჭრელი განათება და აპარატის გაუჩერებელი წკაპუნი, და მაინც რამდენჯერ გამიღვიძია აქ. შეგრძნებები დამიბრუნდა მაგრამ თვალების გახელას კვლავ თავს ვარიდებდი. თავი როგორც ყოველთვის მიბრუოდა და ენერგიის ნატამალი აღარ შემრჩენოდა ჩემს დაჩაჩანაკებულ სხელში რომელიც შველას მთხოვდა მე კი ბედნიერი ვიყავი რომ მისთვის დახმარების ხელის გაწოდება შემეძლო, წარმოვიდგენდი ჩემს სავსე ყულაბას და კმაყოფილებით ვივსებოდი, მაინც რამდენი ოფლი დავღვარე მის გასავსებად.

როდესაც თავი ნორმალურად ვიგრძენი თვალებიც გავახილე, ჩემთვის უკვე საყვარელ ტყის სურნელს ვეძებდი მაგრამ ის არსად იყო, პალატას თვალი რომ მოვავლე თეჰიონის გარდა ვერავინ შევამჩნიე, თვალები დასწითლებოდა და დასიებოდა ტირილისგან, დავსევდიანდი, თეჰი ყველაფერს ყოველთვის თავის თავს აბრალებდა, თვლიდა რომ არ იყო კარგი მეგობარი ახლა კი იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა რა ტრიალებდა მის თავში. ფიქრებში გართული კარების გაღების ხმამ გამომაფხიზლა, ჯინი იყო, ხელში ორი ყავის ჭიქა ეჭირა, ჩემს დანახვაზე პირი დააღო არც მომსალმებია ისე გავარდა კარში ექიმის ძახილით. მალევე პალატაში ბატონ **** ერთად დაბრუნდა ჩემთან მოვიდა და ხელი ჩამჭიდა, ხელისგულზე მაკოცა, მის სითბოზე გამეღიმა.

ექიმს შეწუხებული სახე ჰქონდა, მალევე ამოიდგა ხმა, მთხოვდა იპერაციის ფული მალევე ამეგროვებინა რომ შესძლებოდა დამხმარებოდა თორემ მალე ამის შანსი აღარ ექნებოდა, ჯინის გაბრაზებულ სახეს წავაწყდი იმის შემდეგ რაც ეს ყველაფერი მოისმინა. ვიცოდი მის რისხვას ვერ ავცდებოდი მაგრამ იმედი მქონდა შემიწყალებდა, თუარადა მსახიობობის ნიჭით ნამდვილად დაჯილდოებული ვიყავი მისთვის რომ ამერიდებინა თავი, ჯინი კი ვიცოდი ამჯერადაც მოტყუვდებოდა, ექიმი გავიდა მაგრამ მას რატომღაც ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით ის ჩემს ხელებს ნაზად ეფერებოდა მე კი მის ჯერ კიდევ შეუმჩნეველ მუცელს, ბოლოს ხმაც ამოიღო.

Reflections~jikook~[წერის პროცესში]Where stories live. Discover now