5

146 16 2
                                    

გაურკვევლობა ის ერთადერთი გრძნობა იყო რომელსაც ახლა ჯიმინი გრძნობდა, ჯონგუკის ქცევებს ვერანაირ ახსნას ვერ უძებნიდა, ალფა რაც თავი ახსოვს ასეთი არასდროს ყოფილა. ჯონგუკი ყოველთვის უგულო ნაბიჭვრის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ახლა კი მისი ქცევები დიდ აურზაურს ქმნიდა პაკის გონებაში, ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო მაგრამ მოვლენები ერთმანეთს ცუდად ემთხვეოდა და პასუხის პოვნას ართულებდა, ჯიმინმა ისიც კი არ იცოდა ამაზე ასე ბევრს რატომ ფიქრობდა, თვლიდა რომ ჯონი ამის ღირსიც არ იყო, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. იმ დღეს ჯონგუკი სკოლაში არ ყოფილა, ოთახში შემოსული ალფა კი უცნაურად გამოიყურებოდა, ასევე მისი სიჩუმეც ძალიან საეჭვო იყო პაკისთვის, შაბათი დღე იდგა და ჯიმინს ისიც არ შეეძლო ფიქრები სწავლაზე ან სამუშაოზე გადაეტანა. ომეგა დაიფიცებოდა რომ ცხოვრებაში ამდენი არაფერზე უფიქრია, ჭიანჭველები შიგნიდან ჭამდნენ. ათასი მოსაზრება ჰქონდა იმაზე თუ რატომ იყო იმ დღეს ჯონი ასეთი. ბუნდოვნად მაგრამ მაინც ახსოვდა ის მომენტი ჯონმა სხეულზე რომ აიკრა და ზურგზე ხელი დამამშვიდებლად აატარა, ეს არ გავდა იმ ნაბიჭვარი ჯონგუკის ქცევას, ისიც კარგად ახსოვს ხელები რომ შემოჰხვია წელზე, ალფამ როგორ ამოიგმინა, ყველაფერი საეჭვოდ ეჩვენებოდა, და ყველაზე ცუდი ის იყო რომ თვლიდა ჯონგუკი სულაც არ ყოფილა ისეთი პიროვნება როგორიც აქამდე ეგონა.

მტანჯველი ფიქრები კარზე ზარის ხმამ გაფანტა, ომეგას გაუკვირდა, ვინ უნდა ყოფილიყო ამ დროს, თეჰიონი როგორც წესი მთელ შაბათს წიგნებს აკლავდა თავს, მაგარმ როგორც აღმოჩნდა გამონაკლისებიც არსებობს, გაღებულ კარში ჯიმინმა კარგად გაარჩია მეგობრის სილუეტი, კიმი ყურებამდე იკრიჭებოდა და მოუთმენლობისგან ცქმუტავდა.

- აღარ შემომიშვებ?- აშკარად შეწუხებული იყო გარეთ დგომა რომ უწევდა, პაკი გვერძე გაიწია და გზა დაუთო შემდეგ კი კარი კარგად ჩაკეტა.

Reflections~jikook~[წერის პროცესში]Where stories live. Discover now