ალფას საავადმყოფოს ერთერთ პალატაში გამოეღვიძა, თვალები რომ გაახილა დიდი ხანი ვერ მოდიოდა გონზე, მანამდე სანამ მის გონებაში მოგონებებმა ამოტივტივება არ დაიწყეს. თვალები ერთმანეთს დააჭირა და ყველაფერის დავიწყებას ეცადა მაგრამ ყოველ მცდელობაზე უფრო მკვეთრად ესახებოდა წინა ღამით მომხდარი, ომეგის ცრემლებისგან ჩაწითლებული თვალები, მკვდრისფრად გადათეთრებული სახე, თვალები რომლებშიც ტკივილის გარდა ვერაფერს ამოიკითხავდი. რა პასუხი უნდა გაეცა ომეგისთვის? რის ფასად უნდა გამოესყიდა ეს უპატიებელი დანაშაული? ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა, ახლა მხოლოდ მოქმედების დრო დამდგარიყო, როგორ არ უნდოდა პაკი ამ საქმეში გაეხვია, როგორ არ უნდოდა მასთან საერთოდ რაიმე კავშირი ჰქონოდა, რა მტკივნეული იქნებოდა ჯიმინისთვის იმ სამყაროში ყოფნა რომელსაც იგი არ იმსახურებდა, არ იმსახურებდა იმ განსაცდელში ყოფნას რაშიც მალე თავით გადაეშვებოდა, და ეს მისი ნებით არ მოხდებოდა. და რა მტკივნეული იყო ეს ყველაფერი ჯონგუკისთვის რომელსაც საყვარელი, ყველაზე ძვირფასი ადამიანი ამ ჯოჯოხეთისთვის ენანებოდა. აქამდე რაც მან პაკს განსაცდელი მოუვლინა ისიც არ იყო ცოტა ახლა კი ჯოჯოხეთში საკუთარი ხელებით უნდა გამოეტარებინა. ახლა დგებოდა ის დრო როცა ჯონგუკი მტკიცე და მყარ ნაბიჯებს გადადგამდა, დრო როცა აღარ დაიხევდა უკან, არავის დანებდებოდა. ორი საათი ფიქრს შეალია, ფიქრს რა იქნებოდა შემდეგ. მზე შუბისტარზე რომ დადგა საწოლიდან წამოდგა და მის გვერდითა პალატის კარებთან დინჯი თავშეკავებული ნაბიჯებით გაემართა, ამიერიდან ყველა მის თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს დიდი ლუპით დააკვირდებიდა. ომეგის სურნელებამ მიახვედრა რომ ის იმ პალატაში იქნებოდა, პაკისთვის პალატა შეეცვალათ, მდიდრულში და დიდში გადაეყვანათ ახლა უკვე რეზერვაციის ლუნა. ყველაფერი ისე მოხდა რომ პაკი თამაშ გარეთ დარჩა, ის ერთი პატარა სათამაშო ფიგურა აღმოჩნდა რომელსაც მფლობელი ისე ათამაშებს როგორც მას მოესურვება, არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, სრულიად უძლურია.
YOU ARE READING
Reflections~jikook~[წერის პროცესში]
Açãoპაკ ჯიმინი ომეგაა რომელიც არ კარგავს იმედსა და შეუპოვრობას იმის და მიუხედავად თუ რა გადახდა თავს, ჯონგუკი კი ალფაა რომელიც საკუთარ თავთან ჭიდილში ცდილობს გაიკვალოს სწორი გზა, სადღაც ამ ორის გზა გადაიკვეთა მაგრამ არის რაღაც რაც მათი ამბის უკან იმალებ...