იმ ღამეს თვალი ვერ მოხუჭა, მიჯაჭვულობას რასაც ჯონგუკის მიმართ გრძნობდა სახელს ვერ არქმევდა, არც მისცემდა საკუთარ თავს იმის უფლებას რამე დაერქმია, ბოლო რამდენიმე დღე ჯონგუკზე ფიქრი არ მოშორებია, თავს იდანაშაულებდა რომ ჯონის მიმართ რომელიც აქამდე მისი პირადი ეშმაკი იყო ახლა რაღაცას გრძნობდა, თუნდაც მიჯაჭვულობას. საკუთარი თავმოყვარეობა ბოლო დღეებში რატომღაც მიივიწყა, არ ჰქონდა მნიშვნელობა მიზეზს თუ რატომ უმწარებდა ცხოვრებას ის ანდაც ვისი ზემოქმედების ქვეშ, არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა ჯონგუკი რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში, მან ცხოვრება გაუმწარა, უამრავი დამცირება გამოაცდევინა და ცხარე ცრემლებით ატირა, ახლა კი ეს საშინელი გრძნობა და ფიქრები ჯონგუკზე. საბოლოოდ გამთენიისას შეძლო დაძინება, მას შემდეგ რაც მოახერხა თავიდან ფიქრების განდევნა, ყველაფერი დაკავშირებული ჯონგუკთან და მის არსებობასთან, არც მის ცერემონიაზე აპირებდა მისვლას, ისღა აკლდა ჯონგუკის მეწყვილი არჩევა მისთვის აღსანიშნავი ფაქტი გამხდარიყო.
შემდეგი ორი კვირა აღარც არსად გამოჩენილა ჯონგუკი, ექსტერნის გამოცდა დღედღეზე უწევდა ამიტომაც სკოლაშიც აღარ მიდიოდა. დღედაღამ წიგნებზე ათენება და აღამებდა, ვერც კი წარმოედგინა რომ მისი ტანჯვა საბოლოოდ დასრულდებოდა ამ გამოცდის შემდეგ, აღარასდროს შედგამდა იმ საშინელ შენობაში ფეხს რომელსაც სკოლა ერქვა.
საგამოცდო ოთახში რომ შევიდა ცივმა ოფლმა დაასხა, თავი ხელში აიყვანა, დამამშვიდებელი დალია და მერხს მიუჯდა. ქერა თმები უკან კუდად შეიკრა და კონცენტრაცია ტესტზე მოახდინა, წუთი წუთს მისდევდა და პაკიც ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად და უშეცდომოდ დაეწერა, გამოცდა რამდენიმე სხვადასხვა საგანში მიმდინარეობდა. პაკმა სკოლაში საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო, ყველა საგანში წერა გამოცდა შემდეგ კი მისავათებული წალასლასდა სახლისკენ იმედით რომ ერთ კვირაში მოსულ მეილზე დადებით შეფასებას დაინახავდა.
YOU ARE READING
Reflections~jikook~[წერის პროცესში]
Actionპაკ ჯიმინი ომეგაა რომელიც არ კარგავს იმედსა და შეუპოვრობას იმის და მიუხედავად თუ რა გადახდა თავს, ჯონგუკი კი ალფაა რომელიც საკუთარ თავთან ჭიდილში ცდილობს გაიკვალოს სწორი გზა, სადღაც ამ ორის გზა გადაიკვეთა მაგრამ არის რაღაც რაც მათი ამბის უკან იმალებ...