(3) ჩემი შეყვარებული?

123 8 0
                                    

ნინიმ ხელგადახვეულმა გამაშორა ბიჭებს.

როცა მათ საკმაოდ დავშორდით დაძაბულობა მომეხსნა და თავი თავისუფლად ვიგრძენი.

ნიკას საქციელებმა და მისმა გამოხედვამ ცოტა არ იყოს თავგზა ამირია და უცნაური გრძნობა დამიტოვა. სასიამოვნო? არ ვიცი, თითქოს იყო მასში რაღაც სასიამოვნოც და უსიამოვნოც. Იყო მასში მომნუსხავიც და გასაღიზიანებელიც, მაგრამ სწორედ ეს თვისებები ხდიდა მას რატომღაც უფრო მიმზიდველს. Ელენე?! Ეს რა აზრები გიტრიალებს!

Ნინის ხელგადახვეული მივყავდი, სადღაც დაფრინავდა და უაზროდ იღიმოდა.

"აბა? რა გეგმები გვაქვს?"

"რა?"- დაბნეულად შემომახედა.

"წეღან თქვი მე და ჩემ დაქალს გეგმები გვაქვსო. "

"ა მაგი ჰოო. გეგმები გვაქვს გეგმები."

"ჰოდა რა გეგმები გვაქვს?"

"ჰმმ"

"ნინი!"- დავუყვირე და გავჩერდი- "გამოფხიზლდი"

" ო რა იყო"

" რას ქვია რა იყო. საბამ ერთხელ გაგიღიმა და გამოშტერდი."- მკლავებში ჩავაფრინდი და შევაჯანჯღარე- " დედამიწა იძახებს ნინი რომანოვს. თუ შეიძლება გამოფხიზლდი."

" ნუ აზვიადებ. უბრალოდ ჩავფიქრდი"

"რა მოხდა ატრაქციონზე? "

" არაფერი. უბრალოდ გვერდით მეჯდა."

" კაი რა. მხოლოდ ეგ იყო?"

" ჰმ არა" - ეშმაკურად გაიღიმა და წინ ხტუნვა ხტუნვით წავიდა.

"ღმერთო. არ თქვა რომ გაკოცა " - ჩემივე სიტყვების წარმოდგენისას ხელი პირზე ავიფარე.

ნინის გაეცინა, ხტუნვა შეწყვიტა, შემობრუნდა და ჩემ წინ დოინჯ შემორტყმული დადგა.

"ვგავარ იმ ადამიანს ვინც ყოფილს კოცნის უფლებას მისცემს? "

მის ნათქვამს ჩავუფიქრდი. ყველაფერი ავწონ დავწონე და ასეთი დასკვნა გამოვიტანე:

THE SAUND OF RAINWhere stories live. Discover now