(7) ეს უსამართლობაა!

91 5 0
                                    

"სალამი ელენე, დიდი ხანია არ მინახიხარ."

"ჰო"-თვალი ამარიდა.

"ჩემთვის არაფრის თქმა არ გინდა?"

"რა გაინტერესებს?"

"მაგალითად.. Ჰმ"-ძნელი იყო პირველი კითხვის დასმა. იმდენი რამ მაინტერესებდა.

ელენე საუბრის დაწყებიდან მოყოლებული თავის კეტებს დაჰყურებდა, პატარა ბავშვივით რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და აღიარების ან სასჯელის ეშინია. მართალია მას არაფერი დაუშავებია. მაშ რატომ იქცევა დამნაშავესავით და რატომ ჩავეძიე გამომძიებელივით? უბრალოდ მაინტერესებს ასე მოულოდნელად და უკვალოდ სად და რატომ გაქრა. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ერთი დღის გაცნობილი იყო, მეგონა ჩვენ შორის იყო რაღაც რაც შეიძლებოდა საინტერესო ურთიერთობის დასაწყისად ჩაგვეთვალა. მაგრამ მგონი შევცდი.

"მაგალითად ის თუ სად გაუჩინარდი"

"არსად"

ისე უდარდელად იქცეოდა და საუბრობდა თითქოს ამ დიალოგისთვის ათასჯერ მოესმინა და უკვე მობეზრებული და დაზეპირებული ჰქონდა ყოველი კითხვა-პასუხი.

"ვა... გასაგებია" - პასუხისგან ნამდვილად გაოგნებული დავრჩი.

სკამის საზურგეს მივეყრდენი და ჭერს მივაშტერდი.

ჩვენი შეხვედრის სცენები ალბათ მილიონჯერ წარმოვიდგინე, ყველა ასპექტში, მაგრამ საავადმყოფოში შეხვედრა და ამასთან ასეთი მოკლე და უაზრო დიალოგი არც ერთ მათგანში არ ყოფილა. იმედ გაცრუებული ვიყავი. ალბათ ოდნავ ნაწყენიც.

მაგრამ იცით რა? არ მინდოდა ეს ასე დამთავრებულიყო. ის რაც ჯერ ნორმალურად არც დაწყებულა ასე უაზროდ არ უნდა დამთავრებულიყო. ნუთი არ იყო არანაირი შანსი?. ან უნდა გამეშვა, ან თავიდან დაგვეწყო ყველაფერი.

"მაშ კარგი"- ხელებით მუხლებს დავეყრდენი- "რა გქვია?" - ონავრულად გავიღიმე და ვითომ ინტერესით სავსე თვალები მივანათე მას.

THE SAUND OF RAINWhere stories live. Discover now