(6) იმიტომ რომ ლამაზი ხარ

87 6 0
                                    

...

" ელენე მელაძე, გთხოვთ მეორე ლაბორატორიასთან გამოცხადდეთ. "

დინამიკებში გაისმა ქალის წვრილი და დაბალი ხმა.

მისი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშრი. ნუთუ მომესმა? მართლა ის არის თუ სხვა ?თუ სმენა მეთამაშება ისევ?

დაუფიქრებლად გავიქეცი. დერეფანი სწრაფად გავირბინე. ხმის წყაროს ვეძებდი იმ იმედით რომ მას იქვე, ხელახლა ვნახავდი.

მთელ დერეფანში მხოლოდ ხანდაზმული ან ზედმეტად ახალგაზრდა პაციენტები მიდი-მოდიოდნენ. არსად ჩანდა ის ვისაც მე ვეძებდი. ალბათ მომეჩვენა.

მთელი დერეფანი შემოვიარე და ვერსად ვიპოვე ელენე. დავნებდი და ისევ უკან, ჩემი ძმის პალატაში გავბრუნდი.

"ძამიკო სად იყავი?"- სანდროს თვალები დაეჭყიტა და მე მიყურებდა.

"მძინარე პრინცს გაუღვიძია"- ღიმილზე ღიმილითვე ვუპასუხე.

"ეეე"

"რაო ჩემო პრინცო?"

"ჰმმ დედა სადაა?"

"სახლში გავუშვი დასასვენებლად, შენთან კი დღეს მე ვიქნები "- საწოლის გვერდით, სკამზე ჩამოვჯექი და საზურგეს მივეყრდენი. - "არ გაგიხარდა?"

"როგორ არა. ძალიან კარგია აქ რომ ხარ."- სიხარულის ტაში შემოკრა- "ძამიკო"

"გისმენ ჩემო პრინცო"

"მოწყენილი სახე რატომ გაქვს?"

"წეღან ერთი ჩემი ძველი მეგობარი მომეჩვენა"

"გოგოა ის მეგობარი?"- თვალებმოჭუტული დამაცქერდა საწოლიდან.

"ერთი ამას უყურეთ როგორ გამაიმუნებულა"- წამოვდექი და თავს დავესხი.

კისერი დავუკოცნე. ეს მისი სუსტი წერტილია. როცა კისერში ვკოცნიდი ეღიტინებოდა და სასაცილოდ იკლაკნებოდა. მიყვარდა მისი წვალება.

"ბიჭებოო"- ჩემს უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა.

"დიახ ბელა ბიცოლა"- მოვცილდი სანდროს და მომღიმარმა გავხედე პალატაში შემოსულ ექთანს.

THE SAUND OF RAINWhere stories live. Discover now