(9) მე შენთან ვარ

115 4 1
                                    

ისე ჩაიარა პროცედურებმა დროის შეგრძნებაც ვერ მოვასწარი. გათიშული ვიყავი, რეალობასა და ფიქრების ქვეყანაში ერთდროულად ვიმყოფებოდი. თითქოს მესმოდა რაზე საუბრობდნენ ირგვლივ მყოფები და თან არ მესმოდა. ერთადერთი რაც მესმოდა ეს ნიკას სიტყვებია "შეხვედრამდე". დაბალი, უჩვეულოდ ნაზი ხმა ჰქონდა, თითქოს მიფრთხილდებოდა, ჩემი დაშინება არ უნდოდა.

ექიმის ოთახიდან გამოსულს კვლავ სამყაროსგან გათიშული ვიყავი. დერეფანს უგზო უკვლოდ მივყვებოდი. ფეხებიც კი ავტომატურად მოქმედებდნენ. Მაგრამ რაღაც შეცვლილიყო, ახლა არამარტო ნიკას ხმა არამედ თითქოს შორიდან კიდევ ერთი ნაცნობი ხმა მეძახდა:

"ელენე"

Ხმას მივაყურადე. ვცდილობდი გამეგო ახლა რაღას მეთამაშებოდა ჩემი გონება.

გონებაში კვლავ ნიკასთან დამშვიდობების სცენას ვხედავდი, გოგონას ხმა კი ახლოვდებოდა. ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. მოულოდნელად ჩემს სამყარო შეინჯღრა. აშკარად ვიგრძენი მკლავებზე ხელების შეხებაც. ვხედავდი როგორ ინჯღრეოდა და იფანტებოდა ნიკას სურათი, და ბოლოს გამოჩნდა, გამოჩნდა რეალობა. კონკრეტულად კი, ჩემს წინ მდგარი გაფითრებული ნინი. ისე მიყურებდა როგორც ადამიანი რომელმაც წამის წინ მოჩვენება დაინახა.

"ელენე!"- ხელები მკლავზე ძლიერად მომიჭირა.

როგორც აღმოჩნდა, ის მკლავებში 'ჩამფრენოდა' და მთელი ძალით მანჯღრევდა სანამ გონს არ მოვედი.

"გისმენ?"- ჯერ კიდევ დაბნეულმა, დაბნეულადვე ვუპასუხე.

"მადლობა ღმერთს"- ხელები უმოქმედოთ ჩამოყარა, იქვე კედელს მიეყრდნო და იატაკზე უღონოდ დაეშვა. ფეხები მოკეცა, გულზე მიიბჯინა და თავი მუხლებში ჩარგო.

ვხედავდი როგორ შეუტოკდა მხარი და როგორ აუცახცახდა სხეული, მაგრამ ვერ ვინძრეოდი. ჯერ ისევ ბურუსში იყო ჩემი გონება. ვერ ვხდებოდი დერეფანში როგორ ავღმოჩნდი, ან ნინი საიდან გაჩნდა ჩემს წინ და რაც მთავარია, როგორ ვერ შევამჩნიე ჩემს ირგვლივ მიმდინარე მომენტები? ნუთუ ამდენად გათიშული ვიყავი რეალურობიდან?

THE SAUND OF RAINWhere stories live. Discover now