თავი 4.

38 10 2
                                    

~მეორე დღეს~

ძლივს ავენძრიე საწოლიდან, შხაპი მივიღე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი.

- დილა მშვიდობისა ძმაო
- დილა მშვიდობისა მადელინ
- როგორ გეძინა?
- ძალიან კარგად, შენ?
- მეც
- კარგია.
- აბა პატარებო, რას შვებით?(დაიძახა იუნამ)
- არაფერს.
- არ გშიათ?
- კიი, ძაან.
- რას შეჭამენ ჩემი პატარები?
- მე სუშის(თქვა მადელინამ)
- მეც.
- კარგით, ცოტახანი დამელოდეთ და მზად იქნება.

მე და მადელინი ტელევიზორთან დავჯექით ჩახუტებულები, ჩვენი საყვარელი დორამა "ვინჩენცო" ჩავრთეთ და ყურება დავიწყეთ.

- როდემდე უნდა უყუროთ ამ ვინჩენცოს? არ მოგბეზრდათ?(ოთახიდან, ნახევრად მძინარე სოია გამოვიდა)
- არაა. დავუყვირეთ ორივემ ერთდროულად და გავაგრძელეთ დორამის ყურება.

ნახევარი საათის შემდეგ სუში მზად იყო, იუნამ დაუძახა ბავშვებს და მათ დედიკოს, ჰანას. ისინიც მაგიდას მიუსხდნენ და გემრიელად მიირთვეს საუზმე.

საუზმის შემდეგ ყველანი თავის საქმეს შეუდგნენ. იუნა სახლს ალაგებდა, ჰანა ჭურჭელს რეცხავდა, მადელინი ხატავდა, სოია თავის ლექსის ბოლო ორ სტროფზე ფიქრობდა. ხოლო დენისი, იჯდა და დედამისს, იუნას უყურებდა. მისით ტკბებოდა და ეღიმებოდა. მაგრამ როდესაც დაინახავდა, თუ როგორ ეხუტებოდა, კოცნიდა და ეფერებოდა ჰანა იუნას, მაშინ ის ცეცხლდებოდა და სურვილი უჩნდებოდა, რომ ბოლო ხმაზე ეყვირა.

~1კვირის შემდეგ~

ყოველი დღე ასე გრძელდებოდა. დილით ადგომა და საუზმე, შემდეგ სადილი, ამის შემდეგ ვახშამი. დენისის გაცეცხლება როდესაც იუნას და ჰანას ერთად ხედავდა.

უკვე მობეზრდა დენისს ერთფეროვნება. ის დრო და დრო უფრო ცუდად ხდებოდა, მისი გული ნაწილებად დაიმსხვრა და ცხოვრების ხალისი დაეკარგა. უნდოდა გაქცეულიყო სადმე შორს, სადაც ვერავინ იპოვიდა. სადმე გადაკარგულ ადგილას, მაგალითად ტყეში.





𝐹𝑜𝑟𝑏𝑖𝑑𝑑𝑒𝑛 / აკრძალული სიყვარული Where stories live. Discover now