თავი 11.

35 8 26
                                    

რაღაც პერიოდი გადიოდა, დენისი უფრო და უფრო კარგავდა ცხოვრების ხალისს, ბევრჯერ სუიციდიც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მისი ცხოვრება 100გრადუსით შეიცვალა. იმის შემდეგ, რაც იუნამ უარი განუცხადა, მან სხვანაირი ცხოვრება დაიწყო. ბევრი გოგო გამოიცვალა, ამასთან ერთად კი, ერთ პერიოდში, სამი გოგო ერთად ყავდა და ყველასთან იჟიმავა. თქვენ წარმოიდგინეთ და მის მეგობართან სანასთანაც კი. ნუ, ერთი პერიოდი ისინი წყვილი იყვნენ მაგრამ, სხვა გოგოს გამო დაშორდნენ. იმ გოგომ დენისს გული ატკინა, ამან კი სიტუაცია გაამწვავა.

დენისის პოვ: ყოველი დღე უაზრო იყო. ვუყურებდი იუნას, რომელსაც არ ვუყვარდი ისე, როგორც მე მიყვარდა ის. მაგრამ თითქოს, აღარც ჰანა უყვარდა ისე ძლიერ. უკვე აღარ შემეძლო, მეც ათასი გოგო გამოვიცვალე, დავიღალე ასეთი ცხოვრებით. პლიუს, უკვე ხალხისგან ამდენი ლანძღვაც აღარ შეიძლება. ნუ, მესმის რატომაც მლანძღავენ, ეს ჩემი ბრალია, მაგრამ მაინც აუტანელია ეს ყველაფერი.

~1წლის შემდეგ~

დღეს ქორწილი მაქვს. ხო, არ მოგესმათ, ცოლი მომყავს. მიუხედავად იმისა, რომ იუნა მიყვარს. არ გეგონოთ, რომ ის გოგო არ მიყვარს. მიყვარს, მაგრამ არა ისე ძლიერ, როგორც იუნა. უბრალოდ, მეც დავიღალე ასეთი ცხოვრებით. ყველა გოგო დავიკიდე და არჩევანი ჯენიფერზე გავაკეთე. ჩემი პატარა ქალბატონი, იქნება მასთან ყოფნამ მაინც დამავიწყოს იუნა რამენაირად.

- ძვირფასო მზად ხარ?(მითხრა ჯენიფერმა, რომელიც ოთახის კარებთან აღელვებული მელოდებოდა.)
- კი, მზად ვარ. შენ პატარავ?
- მეც.
- კარგი, მაშინ გავიდეთ.

დარბაზში შევედით, ყველა ჩვენ გვიყურებდა და იღიმოდა. აქეთ იქით გავიხედე და იუნა დავინახე, ცოტა არ იყოს და გამიკვირდა.
რამდენიმე წუთში, მამაო შემოვიდა(არ მახსოვს ის სახელი, რაც ამათ ჰქვიათ.)ჩვენს წინ ღიმილით დადგა და დაიწყო

- დღეს, ჩვენ ვაქორწინებთ ორ უმშვენიერეს ადამიანს. დენისს ჰენდერსონს და ჯენიფერ ბენნეტს.
- ბატონო დენისს, თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ჯენიფერი და იცხოვროთ მასთან ერთად, ჭირსა და ლხინში, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ ერთმანეთს?
- დიახ, თანახმა ვარ.
- ქალბატონო ჯენიფერ, თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ დენისს ჰენდერსონს და იცხოვროთ მასთან ერთად ჭირსა და ლხინში, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ ერთმანეთს?
- თანახმა ვარ.
- ხელი მოაწერეთ.

𝐹𝑜𝑟𝑏𝑖𝑑𝑑𝑒𝑛 / აკრძალული სიყვარული Where stories live. Discover now