თავი 24.

19 3 9
                                    

უკვე სამი წელი გავიდა, მე კი ისევ და ისევ იუნას მონატრებით და სუყვარულით ვცხოვრობ. რამდენჯერ ვცადე, მაგრამ ვერაფრით დავივიწყე. შემთხვევით, იუნას ძველი მეგობრისგან გავიგე, რომ გათხოვილა და უკვე შვილიც ჰყავთ. წარმოდგენაც კი არ გაქვთ ამის გაგონებისას გულის ხლეჩვა როგორ დამეწყო. ჩავიკეცე, სუნთქვა შემეკრა და ტირილი დავიწყე. მინდოდა მეღრიალა ბოლო ხმაზე და ყველას გაეგო ჩემი ტკივილის შესახებ, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს უბრალოდ სულელური ფიქრები იყო რომელიც იმ დროს მომაწვა. არ მოვიტყუები და გეტყვით, რომ ძალიან ბედნიერი ვარ მისი ბედნიერებით, მაგრამ ის ფაქტი მამწუხრებს, რომ ის ჩემს გარეშეა ბედნიერი. მასთან დაშორების შემდეგ ხშირად მიფიქრია სიკდვილზე, სრულიად შეცვლაზე, ცუდ ადამიანად გახდომაზე, ვოცნებობდი მკვლელი გავმხდარიყავი და მომეკლა ყველა. კიდევ კარგი მეგობრები და შვილები აქ მყავდა, მათ გადამაფიქრებინეს ეს ყველაფერი, თორემ არავინ იცის ეხლა მე რას ვიზამდი და სად ვიქნებოდი.

ყველაზე მეტად იუნას ლამაზი და ბრწყინვალე თვალები მენატრება, ასევე ის მზერა რომლითაც ყოველდღე შემომციცინებდა ხოლმე. მისი ღიმილი და ზოგადად ყველაფერი მენატრება რაც მასთან მაკავშირებდა, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზრო, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა და არასდროს აღარ იარსებებს სიტყვა "დენისს + იუნა". მაგრამ ამის გააზრება მაინც ძალიან მიჭირს. დღემდე ვერ ვიგებ ასე რატომ დასრულდა ყველაფერი, რატომ გამიმეტა ასეთი გულის ტკენისთვის, მე ხომ ის უბრალოდ სამყაროზე მეტად შევიყვარე და ღმერთზე წინაც კი დავაყენე. რაც არის, ბედნიერებას ვუსურვებ მას და დარწმუნებული ვარ, რომ მას საერთოდ აღარც კი ვახსოვარ და არც ჩვენს ურთიერთობაზე ახსოვს რამე. დაე, მთელმა მსოფლიომ იცოდეს ჩვენი სიყვარულის ისტორია, როგორ დაიწყო და როგორ დასრულდა. დაე ყველამ იცოდეს, როგორ ძლიერ მიყვარს ის და როგორ ვიხსენებ დღემდე ჩვენს ერთად გატარებულ დღეებს და ვსტუმრობ იმ ადგილებს, სადაც ერთად დავდიოდით. არ ვიცი ჩემს ცხოვრებაში შემდეგი წლების განმავლობაში რა მოხდება, მაგრამ ის მაინც ვიცი დანამდვილებით, რომ იუნა საუკუნეების განმავლობაში, სიკვდილის შემდეგაც კი მეყვარება.

_______________________________

დასასრული...

ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც ამ ფიკს კითხულობდით.❤️

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 04 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝐹𝑜𝑟𝑏𝑖𝑑𝑑𝑒𝑛 / აკრძალული სიყვარული Where stories live. Discover now