დილით ყველა მშვენიერ ხასიათხე ვართ, მართლაც კარგი იდეა იყო აქ წამოსვლა. მინჰო და ჰანიც კარგად გამოიყურებიან ერთად, რაღაც საყვარლად ლაპარაკობენ ერთმანეთში და თვალებში შესციცინებენ ერთმანეთს. შორიდან მე და ჩანგბინიც ასე გამოვიყურებით ვითომ? ძნელი არაა მათ თვალებში სიყვარულის ამოკითხვა. სევა და ჩანიც საყვარლად ფუსფუსებენ სამზარეულოში. მინდა ვთქვა, რომ სევა მართლაც საოცარი გოგოა. ძალიან ლამაზი, ასევე საოცარი ტანით. კეთილი და მეგობრული. გოგოები, რომ მომწონდეს ალბათ ასეთი ტიპის გოგოებს მივანიჭებდი უპირატესობას. თუმცა ბიჭები მომწონს და ჩემს ბიჭსაც ვერაფერს დაუწუნებ. როგორ გამომართლა.
საუზმე გავამზადეთ და მაგიდას შემოვუსხედით. მე დიდი სიფრთხილით დავჯექი სკამზე. (მიხვდებით რატომაც☺). ყველა მშვიდად ვსაუზმობთ. მაგრამ ჩემი ტანჯვა არ მთავრდება. მინჰო ისევ თავის გამოხტომებს იწყებს. ღმერთო როდის ისწავლის ეს ბიჭი ენაზე კბილის დაჭერას?
- ხო მართლა, ღამით უცნაური ხმები თქვენც გესმოდათ?- აი დაიწყო.
- რა ხმები?- ჩაერთო სევა.
- აი, თითქოს ვიღაცას აწამებდნენ.- ამბობს მინჰო.
- არ მგონია ეგ წამების ხმა ყოფილიყო ძმაო.- ჩაერთო ჩანი. ჩანგბინი მშვიდად უსმენდა, ეს საუბარი მასზე საერთოდაც არ მოქმედებდა. ვითომ ჩვენზე არც საუბრობდნენ.
- ან იქნებ თქვენ, როგორც იქნა გეშველათ, იმედია ნაზი იყავი ძმაო.- ჩანგბინს გადახედა მინჰომ, ის ისევ არანაირ კომენტარს არ აკეთებდა.
- ხმებიდან გამომდინარე არ მგონია ნაზი ყოფილიყო.- იცინის ჩანი, არა და რა კარგი წარმოდგენა მქონდა შენზე.
- ჩვენმა პატარა ანგელოზმა ვაჟიშვილების სამყარო დატოვა და ცოდვილებში შემოაბიჯა.- ამბობს მინჰო თან თმას მიწვალებს. მე კიდევ ამ დროს მინდოდა მიწა გახსნილიყო და ჩავეტანე.
YOU ARE READING
Home / სახლი | Changlix
Fanfictionამბავი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის ფელიქსის ისტორიას, რომელიც ავტრალიიდან კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელსაც ბევრ სირთულესთან ერთად მოულოდნელი სიყვარულიც ეწვევა.