იცით როგორი გრძნობაა, გაღვიძებისას, რომ საყვარელი ადამიანის სახეს ხედავთ? თუ არ გამოგიცდიათ ალბათ ვერ გაიგებთ. ახსნა და სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. დილა ამაზე უკეთ ვერ დაიწყება. მის მძინარე სახეს ვუყურებ. შუბლზეე ჩამოშლილ თმას ვუსწორებ და ცხვირის ხაზს მივწვები თითით ნელ-ნელა. ჩანგბინი შეიშმუშნა და სასწრაფოდ ვანებე თავი.
- დილამშვიდობის.- მეეუბნება ნამძინარევი ხმით.
- დილამშვილობის, გაგაღვიძე?
- ყოველ დილით თუ ასე გამაღვიძებ, ნამდვილად არ მექნება პრობლემა.- მიღიმის და გულში მიკრავს.
ცოტა ხანს ასე ვიყავით, შემდეგ ავდექით. ჩანგბინმა ტოსტები მომიმზადა და ვისაუზმეთ. შემდეგ ბინაში დავბრუნდი ჩასაცმელად და დაბლა ერთად ჩავედით, უნივერსიტეტში წასასვლელად. მანქანის კარი გამოვაღე, რათა საჭესთან დავმჯდარიყავი და ჩანგბინი მაჩერებს.
- მე ვატარებ.- ამბობს.
- რატომ, ჩემი მანქანაა.
- გასაღები მომეცი.
- მეც შემიძლია ტარება.
- ლიქს, გასაღები მომეცი.- ახლა უკვე მკაცრი სახით და გარკვევით მეუბნება.
გასაღები ხელის გულზე დავუდე და მანქანას შემოვუარე, მგზავრის ადგილის დასაკავებლად.
- ხანდახან ძალიან უხეში ხარ, იცი? და ცოტა მაშინებ.- ვეუბნები შეწუხებული.
- შენთან არაფერი გამიკეთებია, რისიც უნდა შეგეშინდეს.
- კლუბში მომხდარი დაგავიწყდა?
- ნუ მაეჭვიანებდი და არაფერი მოხდებოდა.
- ვინ გაეჭვიანა? აქეთ შენ მაეჭვიანე.
- ანუ იეჭვიანე?
- შემეშვი.- ვუთხარი გაბუტულმა. ის კი ნასიამოვნები სახით იცინის.
- ჩემი ხასიათვის ნუ შეგეშინდება, ზედმეტად მიყვარხარ, იმისთვის რომ გაწყენინო.
YOU ARE READING
Home / სახლი | Changlix
Fanficამბავი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის ფელიქსის ისტორიას, რომელიც ავტრალიიდან კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელსაც ბევრ სირთულესთან ერთად მოულოდნელი სიყვარულიც ეწვევა.