ბარიდან გამოსული ჩანგბინი ქუჩაში მიდის და თან მისი და ფელიქსის სუბარზე ფიქრობს. იქნებ ძალიან უხეში იყო მის მიმართ? რაც არ უნდა დაწყენი იყოს მაინც ყველაზე მეტად უყვარს და ამას ვერსად გაექცეოდა. მისი მოულოდნელი გამოჩენა მეხის დარტყმასავით იყო. თანაც ეს შავი თმა... სიტყვები ზედმეტია. არ უნახავს ადამიანი ასე, რომ უხდებოდეს შავი თმა. გრძნობებს ვერაფერს უხერხებს, ერთი პერიოდი ფიქრობდა უბრალოდ დავივიწყებ და ცხოვრებას გავაგრძელებო, მაგრამ რაც დრო გადიოდა უფრო მეტად ენატრებოდა და იტანჯებოდა. მისმა დაბრუნებამ კი უფრო მეტად დააბნია, არ იცოდა რა ექნა. დაევიწყებინა წყენა და ის ტანჯვა, რომელიც გამოიარა მის გამო? მაგრამ არა მისი ხასიათი, მარტივად პატიების საშუალებას არ აძლევდა. თუმცა მასაც ისევე სურდა ფელისქის ჩახუტება, როგორც თავად ფელიქს.
ფიქრებში გართულს საშინელი შეჯახების ხმა აფხიზლებს. უკან იხედება და მანქანის წინ ძირს დავარდნილ ბიჭს ხედავს. უეცრად ადგილზე გაიყინა, თითქოს გული ამოგლიჯეს. თავისი ცხოვრების სიყვარულს ფელიქს ხედავს, რომელიც უსიცოცხლოდ წევს მანქანის წინ და თავიდან სისხლი სდის. სასოწარკვეთილი წამში მისკენ გარბის. თავს აწევინებს და იხუტებს.
- ლიქს, ჩემი გესმის?
- ლიქს, თვალები გაახილე პატარავ.
- არ დამტოვო... შენს გარეშე არ შემიძლია.
- გთხოვ ხმა გამეცი.
განწირული ტიროდა, ხალხი დახვეოდათ და შეჰყურებდნენ უბედურებას. ხმაურის გაგონებაზე ჰანი და ბიჭებიც გამოვიდნენ ბარიდან. ხედავენ ჩანგბინს როგორ ჰყავს ჩახუტებული სისხლიანი ფელიქსი. სასწრაფოდ მათთან მივიდნენ.
- ფელიქს, რა მოხდა ძმაო.- ატირდა ჰანი.- სასწრაფოში დარეკეთ, ვინმემ სასწრაფოში დარეკეთ.- ყვირის ის.
- ჩემი ბრალია, არ უნდა მიმეცა მარტო წასვლის საშუალება ამ დგომარეობაში.- თავზე ხელებს იკიდებს ჰანი.
YOU ARE READING
Home / სახლი | Changlix
Fanfictionამბავი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის ფელიქსის ისტორიას, რომელიც ავტრალიიდან კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელსაც ბევრ სირთულესთან ერთად მოულოდნელი სიყვარულიც ეწვევა.