თავი 4

77 3 3
                                    


გამბედაობა მოვიკრიბე და შევდტიალდი, მაღალი ბიჭია, დაკუნთული ირონიულად მიღიმის. შიში უფრო გამიმძაფრდა, მას მე ნამდვილად ვერ გავუმკლავდები.

- გმადლობთ, არ შეგაწუხებთ, თვითონაც შემიძლია წასვლა.- ვუთხარი.

- რით აპირებ წასვლას? გვიანია, მოდი წაგიყვან.- თან მისი მანქანის კარი გამოაღო.

- არ მინდა გმადლობთ.- ვცდილობდი შიშისგან ხმა არ ამკანკალებოდა.

- გითხარი ჩაჯექი!- მაღალი და უხესი ტონით თქვა.

მე გაქცევას შევეცადე, უცბათ ხელი ჩამავლო და მანქანისკენ მიმათრევს. გული ლამის ამომივარდეს, როგორც არ უნდა ვცადო მის ხელს თავს ვერ ვაღწევ. მანქანის კარს აღებს და ცდილობს ჩამტენოს. მე ვყვირი, რომ გამიშვას, ხელით ვებრძოლები, თუმცა არანაირი შედეგი. თვალებიდან უკვე ვეღარ ვხედავ, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდის. უეცრად ბიჭი მშორდება, უფრო სწორად მაშორებენ. ღმერთო ნაბიჭვარი ჩანგბინია. ბიჭს მუშტს ურტყავს, თან სალაძღავ სიტყვებს აყოლევს და ეუბნება აქედან დაიკარგოს. ბიჭი მანქანაში თვალის დახამხამებაში ჩაჯდა და წავიდა. ფეხებში ძალა აღარ მქონდა შისისგან. ჩავიკეცე, მუხლებს ხელები შემოვხვიე და ვეცადე თავი დამემშვიდებინა.

- ადექი, სახლში წაგიყვან.- ამბობს ჩანგბინი და ხელს მიწყვდის. თავი ავწიე.

- ჩემით წავალ!- ვუთხარი უხეშად, გამოწყდილი ხელი დავაიგნორე და წამოვდექი.

- ღმერთო, ასეთ დროს სიჯიუტე როგორ შეგიძლია? წარმოდგენა თუ გაქვს რა მოხდებოდა, რომ არ დამენახე?

- მადლობის გადახდას ელი?- მივუგე ირონიულად.

- არაფერს ველი, წამოდი!

- შენთან ერთად არსად წამოვალ, შეშლილო ნაბიჭვარო!- მგონი გავაბრაზე. ჩემსკენ იწევს და ნიკაპზე ხელს ძლიერად მიჭერს.

- უკვე მეორედ მიწოდებ ნაბიჭვარს, გაფრთხილებ პატარავ, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი!

Home / სახლი | ChanglixWhere stories live. Discover now