ნაწილი1

114 15 8
                                    

სიბნელე! შიში! სიცივე! ტკივილი! ცივი ოფლი! სისხლი ძარღვებში იყინება

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სიბნელე! შიში! სიცივე! ტკივილი! ცივი ოფლი! სისხლი ძარღვებში იყინება. არ ისუნთქო თორემ მოკვდები! სიბნელე და მასში მყოფი ყალბი ადამიანები, რომლებიც შენი ცრემლების მიზეზი ხდება. ყალბი ღიმილი, რომელიც ანგელოზად გევლინება, და ბოლოს გტოვებს.გტოვებს განადგურებულს, შეჭმულს.ვეღარ სუნთქავ, ჰაერი არ გყოფნის. ბოღმა გახრჩობს. მისი სისხლი გწყურია, მაგრამ სიგიჟემდე გიყვარს. შენი დაფლეთილი გული მეტს ვეღარ გაუძლებს. შინაგანი მე სულიერად გჭამს.გარეთ გამოსვლა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა უნდა. უნდა, რომ გაგიჟდეს, რაღაც სიგიჟე ჩაიდინოს სრულიად უმიზეზოდ. უნდა, რომ იფრინოს, თუმცა შენ მას ხელს უშლი. მას აკავებ და სადაცაა გაგიჟდები. გინდა ვინმეს უთხრა, მაგრამ ვერავის ვერ ენდობი, რადგან იცი, რომ თითო ნიღაბი, თითო შენი ცრემლი ღირს. თითო ნდობა გულის პატარა ნაგლეჯი. არა! არა ისინი ცოცხლად შეგჭამენ.სამყარო არ დაგინდობს! ყველაფერს წაგართმევს! გაგანადგურებს! სჯობს მოვკვდე. ხო ასე აჯობებს, ჩემი გული დაისვენებს.
ღამის 2:30ია. 21წლის ბიჭი ხიდზე ვდგავარ, სრულიად განადგურებული, ჩემი გული ნაფლეთებად აქციეს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩემი გრძნობა გულში, ამ ჩემს ტანჯულ გულში დავმარხე, გულში რომელიც მხოლოდ შენ გენდო. იმას ვინც ჩემი გული წამიერად გააბრწყინა, შემდეგ კი დააავადმყოფა. მე შემიყვარდა ანგელოზი შენი სახით. ანგელოზი, რომლის გამოც ახლა ცრემლი მოგორავს ჩემს ლოყაზე მარგალიტებად. ვსო მორჩა! დასაკარგი აღარაფერი მაქვს! არც ოჯახი მყავს, რომელიც 10წლის ასაკში დავკარგე ავტოკატასტროფაში. აღარც ის ყალბი და მანიაკი მეგობრები, რომლებთან ერთადაც 15წლის ასაკში, არაერთი ადამიანის სისხლში გავისვარე ხელები, რომლების გამოც, არაერთ ადამიანს გავუმწარე სიცოცხლე და გულზე არაერთი მოუშუშებელი იარა დავუტოვე, ისევე, როგორც მე სხვები მიტოვებდნენ. რომლების გამოც ხალხი მკვლელს მეძახდა, მკვლელი თვალებით მიყურებდა და ჩემი სისხლი სწყუროდა. რომლების გამოც მაქვს ახლა სახეზე ამხელა შრამები. და აღარც შენ ხარ, რომელიც ცხოვრებაში პირველად, ჩემი გულის აჩქარების მიზეზი გახდა. რომლის გამოც მუცელში პეპლები ვიგრძენი. რომელიც ჩემს სახეზე თუნდაც ცოტახნით, მაგრამ მაინც ღიმილის მიზეზი გახდა. ანგელოზი, რომელმაც თავი სიგიჟემდე შემაყვარა, და სრულიად მოულოდნელად ის კედელი გამომაცალა, რომელზეც ამ საშინელ სამყაროში მიყრდნობას შევძლებდი. ერთი ნაბიჯიღა! მხოლოდ ერთი და ორ წამში უკიდეგანო ოკეანეში აღმოვჩნდები. ოკეანეში, რომელიც ისეთივე უძირო და უსასრულოა, როგორიც ჩემი დანაშაულები. იმედია ეს ოკეანე მაინც დაიტევს ჩემს ცოდვებს, ამ სამყაროსგან განსხვავებით. მიდი 1ნაბიჯიღა გაკლია. ჯანდაბა! რატომ? რატომ არ გამომდის? რაღაც მაკავებს მაგრამ არ ვიცი რა. ცრემლებმა უფრო და უფრო სწრაფად დაიწყეს დენა. არ ვიცი რატომ, მაგრამ წასვლა არ მინდა. თუმცა სხვა გზა არ მაქვს, მეტი აღარ შემიძლია, მეტს ვეღარ გავუძლებ. ცალი ფეხი ოკეანისკენ მაქვს, სულ ცოტაც და ოკეანეში აღმოვჩნდები. ნახვამდის ჩემო ოჯახო, ნახვამდის ჩემო მეგობრებო, ნახვამდის ჩემო ანგელოზო, და მადლობა რომ დიდი ბედნიერება მაჩუქე ამ ამაზრზენ სამყაროში. და ბოლოს ნახვამდის სამყაროვ, მადლობა, რომ ასეთი საშინელი ცხოვრება მაჩუქე. ბოლო ჩასუნთქვა...

მარგალიტის ცრემლებიWhere stories live. Discover now