ნაწილი5

39 7 21
                                    

ნეიონის პოვ: ცხოვრებაში, მხოლოდ ერთი რამ მინდოდა. მოვწყვეტოდი რეალობას,  წავსულიყავი  სამყაროში, სადაც დედასთან ჩახუტებას შევძლებდი. თუმცა ყოველივე ეს ისე, რომ რეალობაში პრობლემები არ შემქმნოდა.  მაგრამ, ხალხი დედაჩემთან ჩახუტების უფლებას, საკუთარ ოცნებებშიც კი არ მაძლევდა. დამევიწყებინა ყველაფერი, და გავქცეულიყავი შორს. იქ სადაც თავისუფლად სუნთქვას შევძლებდი. იქ სადაც ადამიანის დამახინჯებული სულები არ იქნებოდნენ. იქ სადაც აზრის გამოთქმის უფლება მექნებოდა. სადაც დაცემისთვის არავინ მისაყვედურებდა. იქ სადაც ცხოვრებასა და სიკვდილს შორის ორჭოფობა არ მომიწევდა. მაგრამ ხალხი ოცნების საშუალებასაც არ მაძლევდა. 12წლის ნეიონი მეცოდება. ძალიან მეცოდება. გოგონა, რომელიც დედის მონატრებისგან გადატანილ ტკივილს ვეღარ უძლებდა და ჩუმათ ტიროდა, რომ ბებიას არ ენერვიულა. 12წლის ნეიონი, რომელმაც დედამ მაშინ მიატოვა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. უნდოდა დედას გაბრაზებოდა, მაგრამ გაბრაზებას მაინც დედის მონატრების გრძნობა ფარავდა, და თვალზე მარგალიტის ცრემლებს ჰყრიდა. პატარა გოგონა. რომელსაც გული საშინლად ატკინეს. სიკვდილი უნდოდა, თუმცა ის ბებიას ისე ვერ მოექცეოდა, როგორც მას მშობლები. მაშინ როდესაც ბავშვები აბულინგებდნენ არავინ იცავდა. ბავშვები რომლებიც ღამით სიზმრებშიც კი არ ასვენებდნენ და ზმანებებისგან გამოღვიძებულს ბებია თმაზე ეფერებოდა.  თუმცა, დადგა დღე, როდესაც ნეიონის ზმანებების გმირი გამოჩნდა. დიახ სწორად მიხვდით. ეს ჯიმინია.  სკოლის გზაზე მიმავალი ნეიონი, რომლისთვისაც თანატოლებს ყოველდღიური რიტუალი უნდა ჩაეტარებინათ, გზაზე ჯიმინი გადაეღობათ. ყველა ისეთ დღეში ჩაყარა, რომ ახლა ალბათ აქეთ მე გავხდი მათი ღამის კოშმარი. იდიოტები. ამის შემდეგ მე და ჯიმინი საუკეთესო, განუყრელი მეგობრები გავხდით, და მუდამ ერთად ვართ. გმირი, რომელმაც 12 წლის ნეიონის ცხოვრება გადაარჩინა. ამ ფიქრებში ვიყავი რომ ზარის ხმა გავიგონე. სასწრაფოდ წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი. კარი გავაღე დაა...
-ჯიმინი: ნეიონ დამეხმარე ჩქარა.
-ნეიონი: თე! თე! რა დაგემართა. ეს ვინ ჩაიდინა? ვინ იყვნენ? თეე ხომ გითხარი რომ არ წასულიყავი(ტირილი დაიწყო).
-ჯიმინი:კარგი ნეიონ. ახლა ამის დრო არაა. მოდი დივანზე დავაწვინოთ. დამეხმარე.
-ნეიონი: ახლავე. მოდი. ფრთხილად. ახლავე ჭრილობებს დაგიმუშავებ. არ გაინძრე. ჯიმინ მიდი შენ წყალი მომიტანე. ახლა ცოტა გეტკინება.
-თე: ნეიონ. მადლობა! კიდევ ერთხელ იხსენი ჩემი სიცოცხლე. შენ რომ არა ახლა....

მარგალიტის ცრემლებიWhere stories live. Discover now