ნაწილი2

65 10 6
                                    

ჰაჰ! ეს ბებრუხანაც რომ მე დამცინის

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჰაჰ! ეს ბებრუხანაც რომ მე დამცინის. თურმე ამ სამსახურისთვის შესაფერისი არ ვარ. რამდენ კარგ დიზაინერს დაუნგრია მომავალი ასე. თუ არ მოვწონდი თავიდანვე არ უნდა ავეყვანე. ახლა სამსახურიც აღარ მაქვს. და რაღა დამრჩა ამ ცხოვრებაში. ცც! ეს ლუდის ბოთლი? რა მაცინებს ღმერთო ჩემო. ან რატო მომდის ეს დაწყევლილი ცრემლ....
ოოო... არა ღმერთო! არა გთხოვ! რა გავაკეთო? ამას პირველად არ ვხედავ. გული! ჩემი გულის ცემა არანორმალურად სწრაფდება. ფეხები გამიშეშდა. სისხლი ძარღვებში მეყინება. რა გავაკეთო? ვერ ვინძრევი. ჰაერი არ მყოფნის. მიშველეთ! ვინმემ მიშველეთ გთხოვთ😭 მინდა მთელი ძალით ვიყვირო, მაგრამ ძალა არ მყოფნის, ხმა არ მაქვს. სასწრაფოდ რაღაც უნდა მოვიმოქმედო. ხელები ამიკანკალდა, ბოთლი გამივარდა და ნაწილებად დაიფშხვნა. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით იწყებენ ცვენას. თავს ძალა დავატანე და ნაბიჯი გადავდგი. სრულიად გაუცნობიერებლად ჩემმა ფეხებმა სირბილი დაიწყეს. შორიდან არ დამიყვირია, რადგან ვიცი რომ დავენახე აუცილებლად გადახტებოდა. როდესაც უკვე მის ზურგს უკან ვიყავი, შეჩერდი! არ გინდა! მაისურში ხელი ვსტაცე და ჩემსკენ გადმოვაგდე. ჩემი თვალები ასეთ სახეს პირველად ხედავდა. შრამებით სავსე, თუმცა ის ისეთი ლამაზი იყო. მისი ტუჩები, ულამაზესი ცხვირი და თვალები! ოო!არა! და აი! ჩვენმა თვალებმა საბოლოოდ გადაკვეთეს გზები. მე ჩავხედე მის შავ ბნელ, თუმცა ამავდროულად ყველაზე ნათელ თვალებს. ეს მზერა! რომელიც აქამდე არ მინახავს. არაამქვეყნიური თვალები, რომლებიც შველას მთხოვდნენ. მისმა ბაგეებმა მოძრაობა დაიწყეს. გთხოვ გამიშვი! ხელს ნუ შემიშლი! გთხოვ მეტი აღარ შემიძლია! მინდა დავიძინო, დავისვენო! აღარავინ მყავს გესმის? არავინ! ყველამ მიმატოვა! მე სიცოცხლეს არ ვიმსახურებ, გამიშვი გთხოვ!
_არა! არ გაგიშვებ! მე ვიქნები შენი მეგობარი! შენი სახლი კარგი? გულში მაგრად ჩავიკარი. ის ისეთი გაყინული იყო. სულ კანკალებდა.
_რატომ? რატომ უნდა გენდო? ჩემი გულის დარჩენილი მთელი ნაწილებიც რომ დაფლითო? ჰჰ! ან არის კი ეგეთი ადგილი? ჩემი ნდობა მოიპოვო და მერე მომისროლო, როგორც დანარჩენებმა? რა გინდათ? რა დაგიშავათ ჩემმა გულმა? რას ერჩით მას? არა წადი! წადი სანამ რამე დაგიშავდება. მე შენთვის არავინ ვარ. რატომ ტირიხარ? რა ჯანდაბა გატირებს? მუშტი ხიდს დაარტყა. სისხლმა თქრიალით დაიწყო დენა. კარგად! და გთხოვ! ნურავის ნუ ენდობი, თორემ არაფერი იქნება შენს ცხოვრებაში სინანულისა და ცრემლების მეტი.
_არა! მე მას ხელი მაგრად ჩავკიდე. არ წახვიდე გთხოვ! მისი გამხდარი ხელები და თითები ჩემსას მჭიდროდ ეკვროდა. არ დამტოვო!შენ გგონია მე მყავს ვინმე? სრულიად მარტო ვარ. არ მიმატოვო გთხოვ! არ ვიცი რატომ, მაგრამ შენ რომ გიყურებ ჩემი თავი მახსენდება. თვალებში რომ ჩაგხედე, იქ შენთან ერთად ჩემი დაფლეთილი გულიც დავინახე. ზუსტად ვიცი რასაც გრძნობ, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის გესმის? როდესაც შევხედე ხიდზე მდგარ ბიჭს, მაშინვე 12წლის ჩემი თავი გამახსენდა, რომელიც ღამის 3:00-ზე ხიდზე იდგა და დედამისს უყურებდა თუ როგორ ხტებოდა ხიდიდან. შემდეგ კი ის 16წლის გოგონა გამახსენდა, რომლის მამამაც 3წლის ბავშვი გაიტანა მანქანით, შემდეგ კი თავი მოიკლა. ბებიაჩემის გული ნადგურდებოდა, როდესაც თავის პატარა ობოლ გოგონას უყურებდა. ბებია მათზე მოხუცი და სუსტი იყო, თუმცა მისი გული ბევრად ახალგაზრდა, ამტანი და ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ჩემი მშობლების. მან ჩემს გამო განაგრძო სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, რომ მისი გული განადგურებული იყო და ცეცხლი ეკიდა. ამ ტანჯვას ჩემთან ერთად გაუძლო. მხოლოდ მან არ მიმატოვა და ცხოვრების მიზეზი მომცა. ჩემში ბედნიერი ცხოვრების იმედის ნაპერწკალი გააღვივა და ახლა მართლაც ბედნიერი ვარ. ბედნიერი დიზაინერი, რომელიც დღეს სამსახურიდან გამოაგდეს. ჰჰ! ჯანდაბა. რა ჯანდაბა მაცინებს. გამოაგდეს, თუმცა ვიცი სახლში რომ მივალ ჩემს ტკბილ ბებიას ჩავეხუტები და ყველაფერი გაივლის. ამიტომ გთხოვ! თავს ნუ მოიკლავ! გევედრები! მინდა შენთვის სწორედ ის ადამიანი ვიყო, ვინც ჩემთვის ბებია იყო და არის. შენი მეგობარი ვიქნები, რომელიც არასდროს მიგატოვებს. ადამიანი, რომელსაც ყველაფერს მოუყვები და გასაჭირის დროს დაეყრდნობი. მუდამ შენს გვერდით ვიქნები. ახლა კი გთხოვ, ჩამეხუტე და აღარასდროს ქნა მსგავსი სისულელე.
_მე მას ჩავეხუტე და ბოლო ხმაზე დავიწყე ტირილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს წინ ახლა ასეთი პატარა და უსუსური გოგონა იდგა, მაინც მეშინოდა ნდობის. შიში, რომ ისიც მიმატოვებდა. მაგრამ სიცოცხლე მინდოდა. ძალიან მინდოდა. ჩავეხუტე და ვუთხარი: რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს მიმატოვო კარგი? და ასე ჩახუტებულები ვტიროდით სანამ პოლიციის სირენების ხმა არ გავიგონეთ.

მარგალიტის ცრემლებიWhere stories live. Discover now