დეპრესია.აქ შესვენებას ავიღებ,
ჰაჰაჰ სასაცილოა ნამდვილად სასაცილოა,ვერვიტან სკოლას და ხალხმრავლობას,ცოტა დრო დარჩა სადღაც 3 წელი და აქაურობას მოვწყდები.ცუდად ვარ
ნამდვილად ცუდად ვარ,მეშინია,არ ვაჩვენებ მაგრამ ნამდვილად მეშინია,ვამბობ,რომ კარგად ვარ,მაგრამ ასე არაა,დახმარება მჭირდება, თუმცა როცა ვინმე ცდილობს ვამბობ ,რომ არ მსურს...დავიღალე!კლასში მუდამ შეუმჩნეველი ვარ,თითქოს იქ არც ვიყო.ვერვიტან კლასელებს,თითონ სკოლას,ბულინგი....მეხუთე კლასიდან ასეა,გუშინ მასწავლებელმა ცალკე გამიყვანა და მითხრა
[ჯონქუქ ბავშვებთან რატომ აღარ ურთიერთობ?სულ რატომ ზიხარ მოღუშული სახით?რაგჭირს?ადრე ასეთი არიყავი.]
ოჰ...არა ძვირფასო მასწავლებელო.მე მუდამ ასეთი ვიყავი.. უბრალოდ ვერავინ ვერ ხედავდა ამას.როცა დახმარება მჭირდებოდა სადიყო მაშინ ხალხი?როცა ბულინგის მსხვერპლი ვიყავი!
ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ხალხმრავალ ადგილებს. ანტისოციალური ვარ,დეპრესიული,მუდამ ვტირი,ამის გამო დამცინიან რადგან ძალიან გულჩვილი ვარ! ზედმეტად ემოციური...
მაგრამ მე ბევრი გადავიტანე,
ძალიან ბევრი,ეს ყველაფერი ნაბიჭვარი მამაჩემის ბრალია.დიახ მამაჩემი,ლოთი! მოძალადე! და არ ვიცი კიდევ როგორ მოვიხსენიო
დედას სცემდა,ამას ვუყურებდი
და ვერაფერს ვაკეთებდი,ან ოთახის კუთხეში ჩუმად ვტიროდი და ვისმენდი მათ ჩხუბს.სიბნელეში ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ამ დროს მამაჩემი გამოჩნდებოდა და სულს ამომაცლიდა.მე და დედა ღამით გარეთ დავდიოდით.ეშინოდა, მამიდასთან მივდიოდით და იქ ვიმალებოდით.
და აი... ჩემი ისტორია დაავადებასთან დაკავშირებით აქედან დაიწყო!მამის უვარგისმა საქციელებმა გულზე პრობლემები გამიჩნია.თუ ადრე უშიშარი ჯეონი ვიყავი ვინც ნებისმიერთან იმეგობრებდა,ახლა ვარ ჩაკეტილი ,დეპრესიული, დაავადებული, ფსიქიკა შერყეული,
რომლის ცხოვრებაც რამოდენიმე მეგობრისგან შედგება.