აღიარე რომ მოგწონვარ

297 32 12
                                    

მეორე საღამოც დადგა. კვირა დღეს სტუდია დაკეტილი იყო და საღამოს ხუთი საათისთვის სუჯინი მიდიოდა დასალაგებლად. ზოგჯერ სხვა გოგონებსაც გაიყოლებდა ხოლმე, მაგრამ დღეს მარტო წასვლა გადაწყვიტა. მისი სახლიდან არც ისე შორს იყო ამიტომ სტუდიაში მალე მივიდა და დალაგება დაიწყო.

HYUNJIN'S POV:

სტუდიასთან ჩავიარე და შევამჩნიე, რომ შუქები ანთებული იყო, ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ მიდიოდა. მაშინვე მივხვდი, რომ იქ სუჯინი იქნებოდა და შიგნით შევედი.

რომ შევედი ვნახე სუჯინი „PLAING WITH FIRE"-ზე ძალიან სექსუალურად ცეკვავდა(დიდი ალბათობით მიხვდით რომელი სიმღერაა😊) და გადავწყვიტე მისთვის ხელი არ შემეშალა, მაგრამ დამინახა და უცებ გაჩერდა, მუსიკა მალევე გათიშა. სახეზე ეტყობოდა რომ შერცხვა და ლოყები გაუწითლდა.

- მაპატიე არ მინდოდა შენი შეშინება.-ნაზად ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე.

- არაუშავს...-აღელვებული ხმა ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა, შემთხვევით თვალი მის მკერდს მოვავლე, რომელიც ხშირი სუნთქვისგან ზევით-ქვევით მოძრაობდა.- აქ არ გელოდი.

- ხო რავიციი... აქვე ვიყავი, შუქი ანთებული რომ ვნახე ვიფიქრე სუჯინი იქნება მეთქი და შემოვედი. შენ აქ რატომ მოხვედი? კვირაობით ხომ არ ვიკრიბებით?

- კვირაობით ვალაგებ აქაურობას. უკვე დავალაგე და ცოტა ცეკვაში ვარჯიში გადავწყვიტე.- ეტყობოდა რომ დაღლილი იყო, კედელს ზურგით მიაწვა, თავი უკან გადასწია და ღრმად ამოისუნთქა. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო ჩემთვის.

SOOJIN'S POV:

უცებ ჰიონჯინი კისერში ვამპირივით მეცა და კოცნა დამიწყო, მალევე ტუჩებზეც გადავიდა. ხმის ამოღების საშუალებას არ მაძლევდა, კვნესას მანდომებდა მისი კოცნა.

- აჰჰ... ჰიონჯინ! მომშორდი!- ხელი ძლიერად ვკარი მაგრამ უარესი მოხდა... ხელში ამიტაცა და იქვე კუთხეში მდგარ რკინის მართკუთხედურ მაგიდაზე დამსვა, თვითონ კი ჩემს ფეხებს შორის მოექცა.

გარყვნილი მოცეკვავეWhere stories live. Discover now