ბრალდებული🔒

225 22 10
                                    

- არ ვიცი... რაღაც ეჭვები მაქვს... მაგრამ... - მკვლელის თვალებით შეხედა ჰიონჯინს, რომელიც მათაც გაბრაზებული სახით აშტერდებოდა. ყველაფერი ესმოდა რასაც ისინი ლაპარაკობდნენ. სიბრაზისგან ყბა დაეჭიმა. სუჯინს ცოტათი შეეშინდა და ფელიქსის ხელი ნელა ჩამოიშორა, რათა მასაც არ ეგრძნო თავი უხერხულად.

- "ეჭვებში" რას გულისხმობ?-ძალიან დაინტერესდა მისი დის სიკვდილის ამბით. ამ კითხვაზე პასუხი კი მისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა.

- მგონია, რომ მან თავი ვიღაცის  გამო მოიკლა. მაგრამ ვერ ვამტკიცებ, რომ მაინცდამაინც ის ბიჭი იყო ვიზეც ვეჭვობ... - ფელიქსმა დარდიანად ამოისუნთქა, მისი სიტყვებისგან გაშეშებულ სუჯინს საყვარლად გაუიღიმა და გარეთ გავიდა. გოგომ შეამჩნია, რომ მაშინვე წამოდგა ჰიონჯინი და უკან გაჰყვა აჩქარებული ნაბიჯებით. დიდი გზა არ გაუვლიათ, მალევე დაეწია და ერთ-ერთი შენობის კედელზე მიანარცხა.

- ისევ გგონია, რომ შენმა დამ თავი ჩემს გამო მოიკლა?! - დაიღრიალა ჰიონჯინმა.

- ჩემს დაზე შენ იძალადე! - ფელიქსმაც დაუყვირა და საყელოში წვდა.

- მე მას არ შევხებივარ! რამდენჯერ უნდა გითხრა?!

- აბა რატომ ჰქონდა სხეულზე უამრავი ჩალურჯება?! მისმა თანაკურსელებმა და მეგობრებმა მითხრეს, რომ არაერთხელ გიცდია მისთვის ძალით კოცნა ცარიელ აუდიტორიაში! სუჯინი შენი მომდევნო მსხვერპლია არა?! - სიმწრის ცრემლები მოადგა თვალებზე ფელიქსს, მაგრამ თავს იკავებდა.

- გეყოფა! - ჰიონჯინს სიბრაზისგან ტვინში სისხლი აუვიდა. უკვე ვეღარ მოითმინა და ცხვირში მუშტი უთავაზა. ფელიქსი წაიქცა და სახეზე ხელი მიიდო.

- შეწყვიტეთ! - გიჟივით მოვარდა სუჯინი და ძირს ჩაკეცილ ბიჭთან მივარდა.

- სუჯინ წადი! - დაიყვირა ჰიონჯინმა.

- გგონია წავალ და  აქ დაგტოვებთ, რომ ერთმანეთი დახოცოთ?!-სუჯინსაც არ დაუკლია ყვირილი. - წამოდექი... - ხელი გაუწოდა ფელიქსს.
სანამ  იქაურობას მოცილდებოდნენ  გაცეცხლებულ ჰიონჯინს მწყობრიდან გამოსაყვანად ფელიქსმა მანიაკურად გაუღიმა, რაზეც რა თქმა უნდა უარესად გაბრაზდა.

გარყვნილი მოცეკვავეWhere stories live. Discover now